https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ არის მოედანში არსებული კარიერი საერთაშორისო მნიშვნელობის

13:07; 21.07.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მოედნის მოსახლეობა 2013 წლიდან მოყოლებული აპროტესტებს. თუმცა, როგორც ირკვევა, სუფსის ხეობიდან ინერტული მასალის მოპოვება ერთი სოფლის საზღვრებს ბევრად სცდება.

როგორც საქმეში კარგად ჩახედული ადამიანები ამტკიცებენ, სამშენებლო მიზნით, დიდი ოდენობით ინერტული მასალის გატანა ხდება მდინარე სუფსიდან, რის გამოც მდინარეს ზღვაში საკმარისი რაოდენობის ნაშალი მასა ვეღარ ჩააქვს, ეს კი მნიშვნელოვანად აფერხებს პლაჟის ფორმირებას. მათი თქმით, სწორედ ინერტული მასალის სამშენებლოდ გამოყენებისა და ზღვაში ქვიშის მიწოდების შემცირების გამო, ადგილი აქვს პლაჟების ჩამორეცხვას, რომლის აღდგენასაც შემდგომში დიდი ძალისხმევა სჭირდება. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მათ შორს წასვლაც არ სჭირდებათ და სურათის კარგად წარმოსაჩენად გრიგოლეთის პლაჟს ასახელებენ, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასული წელს წყლის ნაკადის შესაჩერებლად ნაპირსამაგრი სამუშაოები გახორციელდა და სანაპირო ზოლი (სანაპიროს გასწვრივ 200 მეტრზე, ხოლო ზღვის სიღრმეში 50 მეტრზე) მოიხრეშა.

ამ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა _ ნაწილის მოსაზრებით, სანაპირო ზოლის ქვა-ღორღით მოხრეშვით ნადგურდება უნიკალური მაგნიტური სანაპირო, რითაც განთქმულია გრიგოლეთი. ნაწილი კი ამბობს, რომ ძლიერი შტორმის დროს წყალი დასახლებულ პუნქტამდე აღწევდა და წყლის ნაკადის შესაჩერებლად აუცილებელი იყო მსგავსი სამუშაოების გახორციელება.

მდინარე სუფსის კალაპოტიდან ინერტული მასალის მოპოვება, დაუშვებლად მიაჩნიათ პროფესიონალებს _ შუქრი თავართქილაძეს, კობა ხარაძესა და ელიზბარ ელიზბარაშვილს:

"უნიკალური მაგნიტურქვიშიანი პლაჟები რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების საქმეში, ყველას კარგად მოეხსენება. გეოფიზიკური და გეოლოგიური მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია, რომ მაგნიტური ქვიშიანი პლაჟების 80%-მდე სწორედ მდინარე სუფსის ჩამონატანებით არის ფორმირებული.

გასული საუკუნეების 50-იან წლებში ურეკის სანაპიროდან დიდი რაოდენობით მაგნიტური ქვიშა გაიტანეს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ნედლეულით უზრუნველსაყოფად, რის შემდეგაც მთლიანად გაქრა ამ სანაპიროზე ქვიშის დიუნები და ბარხანები. ასევე, 90-იან წლებში სუფსის ტერმინალის მშენებლობისთვის მდინარე სუფსის ხეობიდან გაიტანეს დიდი ოდენობით ინერტული მასალა, რის შემდეგაც სანაპიროზე პლაჟების სიგანე 507 მეტრით შემცირდა. სამწუხაროდ, ახლო წარსულში დაშვებულმა ამ შეცდომებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მაგნიტური ქვიშიანი პლაჟების არსებობას. ჩვენი აზრით, სანამ გვიან არ არის, საჭიროა, შეწყდეს მდინარე სუფსის ხეობიდან ინერტული მასალის გატანა, თორემ, შეიძლება რამდენიმე წელში ეს პლაჟები საერთოდ გაქრეს", _ ამბობენ ისინი და აქვე განმარტავენ, რომ გეოლოგიური მონაცემებით, მშენებლობებისთვის შესაძლებელია მშრალი კარიერები გამოიყენონ. ცნობისთვის, მათ საკითხთან დაკავშირებით გასულ წელს წერილობითაც კი მიმართეს გურიის მხარის გუბერნატორს.

პროფესორთა მოსაზრებას იზიარებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძეც, რომელიც მშრალი კარიერების გამოყენებას ემხრობა. ოღონდ კანონმდებლობის სრული დაცვით და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ობიექტებიდან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ექსპლუატაციის პერიოდში არ გამოიწვევს ეროზიული პროცესების გააქტიურებას, გეოდინამიკურ გართულებებს. ამასთან, დაცული იქნება წიაღისეულის მოპოვების ადგილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები. კერძოდ, ლიცენზიანტმა აიღოს ვალდებულება დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ზარალი:

"რაც შეხება მდინარე სუფსის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვებას, ცნობილია, რომ ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთის პლაჟები შეიცავენ დიდი რაოდენობით ფენომაგნიტურ და ტიტანომაგნიტურ მინერალებს, რომელიც ფორმირებულია მდინარე სუფსის ჩამონატანით. ამ უნიკალურ პლაჟებს აქვთ სამკურნალო თვისებები, ითვლება პლანეტაზე საუკეთესოდ და ანალოგი არ გააჩნიათ. ეს საკითხი სცილდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სფეროს და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია მდინარე სუფსის ხეობიდან ინერტული მასალის გატანა, რადგანაც ეს გამოიწვევს მაგნიტური ქვიშის პლაჟების წალეკვას.

მდინარე სუფსაში კარიერების გახსნის გამო, მდინარე ვერ ჩაიტანს ზღვაში ნაშალ მასალას და საფრთხე დაემუქრება მთელ სანაპირო ზოლს, ზემოთ ნახსენებ კურორტებს და ქალაქ ფოთთან დამაკავშირებელ გზას, რომლის მიმდებარედ კოლხეთის ჭაობია. მდინარე სუფსის ჭარბი აკუმულირებული უბნებიდან ინერტული მასალის გატანა დასაშვებია მხოლოდ ზღვის სანაპიროს აღდგენის მიზნით და არა სამშენებლო გამოყენებისთვის", _ ამბობს ნუგზარ ცინცაძე.

სამი წლის წინ გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვს სოფელ მოედნის მოსახლეობა: "ლიცენზიის გაცემისას ყველა პირობა დარღვეულია და არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება. ჩვენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ვიცავთ _ ვიცავთ საკუთარ სახლებს, ეზოებს, გზას, სოფელს და ვითხოვთ ლიცენზიის გაუქმებას. გვენგრევა ეზო-სახლი, საყანე ფართობები იტბორება. ჯერ ერთი მოვიდა, არ დავანებეთ მუშაობა, მერე ჩინური კომპანია მოგვადგა ტექნიკით, იმასაც არ დავანებეთ, ახლა კი სიზმარ-ცხადში არ ვიყავით ისე, ქალბატონი მოვიდა და ცხვირწინ ლიცენზია აგვიფრიალა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სველი კარიერია. არსებობს პრემიერ-მინისტრის სპეციალური ბრძანებულება, რომლითაც მდინარის კალაპოტიდან პირდაპირი ხაზით 20-კილომეტრიან ზოლში არც ერთ კარიერს არ აქვს ფუნქციონირების უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოპოვებულ ხრეშს ისევ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოიყენებს. ეს კარიერი კი არანაირ სტანდარტში არ ჯდება. გასულ წელს განცხადებით მივმართეთ გამგეობას, შეიქმნა კომისია და დაიდო დასკვნა, რომ არ შეიძლებოდა აქ ინერტული მასალის მოპოვება. ვიფიქრეთ, პრობლემა მოგვარდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, არა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფირმას ლიცენზია გაუუქმდეს. თუ ადგილობრივი კომისიის დასკვნა არაა საკმარისი, ჩამოვიდნენ, ნახონ ადგილზე, რა ხდება, რა მდგომარეობაა ზღვის სანაპირო ზოლზე. ეს მარტო ჩვენი სოფლის პრობლემა არაა. ყველა უნდა ფეხზე დავდგეთ", _ ერთსულოვანია მოედნის მოსახლეობა, რომელთაც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი ერთია _ მოხდეს ადგილმონაცვლება და მეწარმეს გამოეყოს ალტერნატიული ფართი ინერტული მასალის მოსაპოვებლად, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14 სექტემბერი, 2026

სოფლის რწმუნებული: "ერთ დღეში მოსკოვიც არ აშენებულა!"

„საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ვითარება მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს“_ჰოლბრუკი

ყველა სიახლე

მსოფლიო

Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

23:16; 14.09.2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნოკოლოზ გოგია

22:09; 14.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთის რომელ საჯარო სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი

21:45; 14.09.2026
საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო