მსოფლიოს ყველაზე დიდ საკრუიზო ლაინერზე, Harmony of the Seas-ზე ავარიის შედეგად ეკიპაჟის 1 წევრი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა, რომელთაგან 2 საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა მარსელის პარალელზე მოხდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინციდენტი მარსელის მერმა დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერის სამაშველო ნავზე 5 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც ის მოულოდნლად გაუჩინარდა და 10 მეტრის სიღრმეზე წყალში ჩავარდა.
გავრცელებული ცნობით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა,როდესაც საკრუიზო ლაინერის ბორტზე უსაფრთხოების სწავლება მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, Harmony of the Seas არის მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო ლაინერი, რომლის სიგრძეც 362 მეტრს აჭარბებს და ეკიპაჟის წევრების გარდა 8000 მგზავრს იტევს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაინერი 25-სართულიან შენობაზე მაღალია და სიმაღლეში ეიფელის კოშკსაც აჭარბებს.







































































