13-18 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში. პირველ დღეს რომაულ-ბერძენულ ჭიდაობაში წარმატებას მიაღწია და პირველი ადგილი მოიპოვა ლანჩხუთელმა სპორტსმენმა, 16 წლის გიორგი შოთაძემ (ნაკრების მწვრთნელი დავით ბედინაძე, პირველი მწვრთნელი ზაზა ღლონტი).
შეჯიბრება ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორის, გაგა იმნაიშვილის თქმით, გიორგიმ ფინალამდე ოთხ მოჭიდავეს მოუგო, ფინალში კი, რუსი მოჭიდავე 6:2-ით დაამარცხა.
"ეს იყო უბედნიერესი წუთები და წამები. ვულოცავ საქართველოს და ლანჩხუთს ამ წარმატებას. გიორგიმ ყველაფერი გააკეთა პირველობისთვის", _ გვითხრა გაგა იმნაიშვილმა.






































































