სამხრეთ ავსტრალიაში მეორე დღეა შტორმს ებრძვიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ძლიერმა ქარმა ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, 80 000-მდე მეხი ჩამოვარდა, ხოლო დესტრუქციული ქარის შედეგად 20-ზე მეტი გადამცემი ანძა წაიქცა.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამ სახის ამინდს ვერცერთი სახელმწიფოს ენერგოსისტემა ვერ გაუმკლავდება.
მეტეოროლოგიური ბიუროს განცხადებით, მსგავსი ქარიშხალი 50 წლის განმავლობაში ერთხელ ხდება.
მათივე ინფორმაციით, უამინდობა პარასკევამდე გაგრძელდება.