საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქართული საზოგადოების დდი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა
"გაჭირვებული ოჯახები არიან, ჩართული აქვთ „რუსთავი2“, რომელიც მუდამ ლანძღავს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არგუმენტებიოს გარეშე და გულს იოხებენ ამით. შემეძლო 4 და 10 ტელევიზიაც გამეხსნა, შეეძლო ხელისუფლებასაც მსგავსი მეთოდები გამოეყენებინა, რაც წინა ხელისუფლებამ გამოიყენა თავის დროზე და მედია ჯიბეში ჩაიდეს, ვირტულაური გახადეს.
ორჯერ მეტი კეთდება დღეს ყველა მიმართულებით, მაგრამ ის პროპაგანდა არაა, პროპაგანდაზე ვთქვით უარი. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლებას აქვს მედია. მე არა ვარ ხელისუფლების ნაწილი და GDS-სსაც ერთი გადაცემა აქვს საინფორმაციო. პრეტენზია მაქვს რომ ის არის ყველაზე ობიექტური ტელევიზია. ის არ არის ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანა. თუ საკრიტიკოა, GDS-დან აბსოლუტურად არგუმენტირებული კრიტიკა მოდის. ის, რომ მედია არ გავხადეთ პროპაგანდისტული, ხელი არ გვიხლია მედიისთვის და ვერც ბედავს ამას ხელისუფლება, ეს არის უფრო ძვირფასი. ჩვენი საზოგადოება ნიჭიერია, თავი დააღწიეს ამას და დიდ ნაწილს სწორი პოზიცია უჭირავს, ამას არჩევნებშიც ნახავთ“, _ აღნიშნა ივანიშვილმა.
































































