„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დადებითად ეხმაურება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას. მათი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხაზი გაესვა 2008 წლის შემდეგ წინგადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში ხაზგასმულია მთელი რიგი აშკარა ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო სიების დაზუსტებისკენ, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობისა და მედიის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.ამას გარდა, აღინიშნა, რომ არჩევნების წარმატებულად ჩატარებისთვის თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას.
ჩვენ მზად ვართ არჩევნებამდე დარჩენილი დღეები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საკუთარი წვლილი შევიტანოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გამარჯვება ჩვენი მიზანია,” _ ნათქვამია განცხადებაში.