“რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რასაც ვიძებდით ამ ბოლო ხანებში, რამხელა დანაშაულები იქნა ჩადენილი პენიტენციალურ სისტემაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ძალიან აღშფოთებული და კიდევ უფრო მეტად აღშფოთებული, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა, მაგრამ გადახედეთ, როგორ უპასუხა საქართველოს მთავრობამ და როგორ უპასუხებდა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა ჩვენს გარშემო და ასეთი რამეები, სამწუხაროდ, ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და მე ამით ნამდვილად არავის არ ვამართლებ. ბევრგან ხდება და ზოგან საჯაროდაც კი არ გამოაქვთ, მაგრამ ჩვნთან ეს საჯარო გახდა და სწორია, რომ საჯარო გახდა. მაგრამ ნახეთ, როგორ ვუპასუხეთ ჩვენ ამ ყველაფერს? ჩვენ ვუპასუხეთ ისე, როგორც უპასუხებდა 21-ე საუკუნის ახალი დემოკრატიული მთავრობა. ჩვენ ვუპასუხეთ ისე, რომ მთლიანად დავშალეთ სისტემა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა _ განაცხადა სააკაშვილმა.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved





























































