მათ რამდენიმე განცხადება გააკეთეს: “ხვალ, 5 საათზე ყველანი ფილარმონიასთან! მოვუწოდებთ მთელ საქართველოს _ ხვალ, მშვიდობიანი მიტინგებით და მანიფესტაციებით მხარი დაუჭირონ აქციას ფილარმონიასთან! პასუხისგებაში მიეცენ ძმები ახალაიები!“
ძმები ახალაიების დაპატიმრებასთან ერთად, პირველად გაისმა მოწოდება ივანე მერაბიშვილის გადადგომის შესახებ. სტუდენტები მოითხოვენ, გადადგეს პრემიერმინისტრი და პასუხისმგებლობა მანაც გაიზიაროს.
აქციაზე იმყოფება პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც ამბობს, რომ შემაძრწუნებელი და შემზარავი იყო პრეზიდენტის გამოსვლა იუსტიციის სახლის გახსნისას, რომელიც, როგორც ჩანს, გონს ვერ მოსულა, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში.
აქციაზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც.
მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, ჯერ-ჯერობით ისინიც და პოლიციელებიც ადგილზე რჩებიან.