ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.
რამდენიმე წუთის წინ, “გურია ნიუსმა” გაავრცელა შსს-ს ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია:
„თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 4 პირი დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც „BMჭ”-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს. ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ისინი „ჩჰევროლეტ” მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ისინი გადაყვანილი არიან სასამართლოში.“