ტექნოლოგიური უნივერისტეტი, რომელის მშენებლობის დაწყებასაც ბათუმში აქიები მოყვა, ჯერ კიდევ დაუმთავრებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, არჩევნებამდე 9 დღით ადრე მაინც გაიხსნა.
ტექნოლოგიური უნივერსიტეტში დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 4000-მდე სტუდენტს და 1000-მდე მეთორმეტეკლასელს უცხოელი და ქართველი აკადემიური პერსონალი ლექციებს ჩაუტარებს.
სასწავლებლის გახსნას დღეს განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე და საქართველო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები დაესწრნენ.
დღესვეუ უნივერსიტეტში გამოიფინა სხვადასხვა ტექნიკური და კომპიუტერული დანადგარები, რომლებიც საქართველოშია შექმნილი _ მცირე ვერტმფრენები, რობოტები, 3-D პრინტერები და სხვა.
განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სასწავლებელი გახდება ტექნოლოგიური განათლების კერა მთელს კავკასიაში და მინიმუმდე დაიყვანს საინჟინრო სფეროში არსებული კადრები დეფიციტს.
უნივერსიტეტში სწავლება ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება.