წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. როყვას თქმით, საღამოს 6 საათზე, წითელი ფერის ფოლკსვაგენ გოლფის ტიპის ავტომანქანით დაუდგენელ ორი ნიღბიანმა იძულების წესით ჩასვეს მანქანაში.
“ძალით ჩამსვეს მანქანაში. 200 მეტრი მატარეს და ჩოლოქის ხიდთან ჩამომსვეს. მითხრეს, თუ მამაჩენი და შენი ძმა არ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას, ფიზიკურად გაგვისწორდებოდნენ. შემდეგ მირტყეს სახის არეში და ხიდთან ჩამომაგდეს. შემეშინდა და ტყეში შევვარდი,” _ ამბობს როყვა.
მას შემდეგ, რაც დავით როყვა სახლში დაბრუნდა, ოჯახმა იგი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პოლიციაც გამოიძახეს.
ქობულეთის პოლიციამ საქმე გატაცების მუხლით აღძრა.
“ქართული ოცნების” ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანზორ თხილაიშვილის თქმით, ეს კოალიციის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა.
“ეს ბოლო დროს ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა _ ბოლო ორი დღის განმავლობაში, 60 აქტივისტი დააკავეს. ამ სოფელში, სადაც შემთხვევა მოხდა გელა ცხომელიძე ცხოვრობს, რომელიც ნაციონალების მაჟორიტარობის კანდიდატია. ალბათ, ვერ აიტანა, თავის სოფელში რომ აგებს არჩევნებს,” – ამბობს ანზორ თხილაიშვილი.