ეს ადამიანები “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და კოორდინატორები არიან, რასაც ჩვენთან საუბრის დროსაც ადასტურებენ.
შუაფარცხმის საარჩევნო უბანზე სოფლის რწმუნებულის თანაშემწემ სია მიიტანა და ამომრჩევლებს მითითებებიც მისცა. დამკვირვებლები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენენ და ამავე დროს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები არიან, გარეთ გადიან და მიკროავტობუსით მობილიზებულ ამომრჩევლებს, რომლებსაც “ნაციონალების” კოორდინატორები ახლავთ, მითითებებს აძლევენ.
ამავე უბანზე ჩვენი მისვლის შემდეგ მოვიდა საქართველოს რეგიონული განვითAრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელი მიხეილ კვესაძე, რომელსაც დამკვირვებლის აკრედიტაცია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან აქვთ გაკეთებული.
სიებით ხელში იმყოფებოდა სოფლის რწმუნებული საჭამაისერის საარჩევნო უბანზე. იგივე ფაქტი დაფიქსირდა კოხნარსა და ჩაისუბანშიც.