კერძოდ, დარღვევები დაფიქსირდა 22-ე საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია 1367 ამომრჩეველი, უბანზე კი შევიდა მხოლოდ 1250 ბიულეტენი. კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა ვიდეოგადაღებას და გარეთ გაგდებით ემუქრებოდა. კომისიის თავმჯდომარე უმტკიცებდა ოპერატორს, რომ მას მხოლოდ ბიულეტენის ურნაში ჩაგდების გადაღების უფლება აქვს და არ აქვს უფლება ამომრჩევლის სახე გადაიღოს, ანუ გადაღება ისე უნდა მოხდეს, რომ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ მოხდესო.
29-ე საარჩევნო უბანზე სამარშრუტო ტაქსით მიიყვანეს ამომრჩევლები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საარჩევნო ატრიბიტიკით, რაც ვიდეოფირზე იქნა გადაღებული. დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სამარშრუტო ტაქსის ნომერი JFJ272.
დარღვევებით მიმდინარეობს არჩევნების პროცესი მე-15 საარჩევნო უბანზეც. კოალიცია “ქართული ოცნების” დამკვირვებლების ინფორმაციით, მარკირებამდე ამომრჩეველს “ვაზელინს” უსმევენ თითზე, რის შედეგადაც მარკირების გავლის შემდეგ ამომრჩეველს მარკირების სითხე იოლად ეცლება. ეს კი, თავის მხრივ, ნაციონალურ მოძრაობას ხელს უწყობს ე.წ. კარუსელების დარტიალებაში. ამ დარღვევასთან დაკავშირებით კოალიცია “ქართული ოცნების” კომისიის წევრა საჩივარი დაწერა.
მე-7 უბანზე დაფიქსირდა, რომ საარჩევნო ბიულეტენში, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის არ იყო დაფიქსირებული ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”. აღნიშნული დარღვევა კოალიციის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს და დროული რეაგირების შედეგად ეს პრობლემა მოგვარდა.
11:30 საათვისთის 32-ე უბანზე შეჩერდა კენჭსიყრა. მიზეზი – მარკირების პრობლემა. კოალიცია “ქართული ოცნების” კომისიის წევრის ინფორმაციით, მარკირების სითხე უვარგისია. კენჭისყრა გაგრძელდება მარკირების სითხის შეცვლის შემდეგ. როგორც 32-ე უბანზე მყოფი დამკვირვებლები იტყობინებიან, უხარისხო მარკირების სითხე იოლად სცილდება, რაც ამომრჩეველს შესაძლებლობას აძლევს ე.წ. კარუსელის შემთხევაში ხელახლა მისცეს ხმა სასურველ პოლიტიკურ ძალას.
პრესსამსახური