ჩამოწერილ სიას სწორედ ასე ქვია სახელად _ “უბანზე სამუშაო გეგმა”.
“გურია ნიუსის” მიერ დაფიქსირებულ სიაში, ანასეულის უბანზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებში ჩამოთვლილები არიან:
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე, პროკურორი მალხაზ სირაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გურიის გუბერნიაში ოთარ რევიშვილი, ოთარ რევიშვილის მამა, ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
ქვემოთა ჩამონათვალში მითითებულია კომისიის თავმჯდომარისა და სხვა წევრების კოორდინატები. აღნიშნული უბნის კომისიის თავმჯდომარე კი თავად შუქრი გაბრიჩიძის მეუღლე, მაია გოცირიძეა.
ამ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას “გურია ნიუსი” რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.