N111 სპეცუბანს სიით 210 ამომორჩეველი ჰყავს. აქედან, 72 ამომრჩეველი პატიმარია, 138 ამომრჩეველი – ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ციხის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ციხის ადმინისტრაციის მიერ ვიდეო თვალია დამონტაჟებული. ვიდეოთვალის გამო, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წარმომადგენელმა პროტესტი განაცხადა და “სკოჩით” ვიდეოთვალს თეთრი ფურცელი გადააკრა.
დილიდან კომისიაში, ცესკოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მონაცვლეობით ვრეკავდით და ვარკვევდით, რომ დაერთოთ ფოტოვიდეოგადაღების ნება და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ვიღებდით.
დაახლოებით 09:30 ადმინისტარაციის შენობაში შემოვიდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ საარჩევნო უბანში არ გვქონდა გადაღების უფლება და ჩაგვებარებინა აპარატი ადმინისტაციის დაცვისთვის. როგორც ჟურნალისტს კი შეგვეძლო ვყოვილიყავით უბანში.
N111 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, აღნიშნულ პიროვნებას განუმარტა, რომ მე წარმოვადგენდი მედია საშუალებას, გვქონდა გავლილი ცსკოს აკრედიტაცია და შეგვეძლო ვიდეო და ფოტო გადაღება.
მიუხედავდ ამისა, მოგვთხოვეს ვიდეო აპარატურა გაგვეტანა საარჩევნო უბნიდან. როგორ აღნიშნულმა პიროვნებამ გვითხრა, იგი ზუგდიდის N4 საპყრობილის დირექტორის მოადგილე მეგონა საჯაია იყო.
სიტუაცია დაიძაბა და უკვე გადაღებული კადრების გადარჩენის მიზნით, “გურია ნიუსმა” დატოვა საარჩევნო უბანი.