https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მალხაზ მეგენეიშვილი VS “ნავთობისა და გაზის კორპორაცია”

7:12; 9.12.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემის სოფელ შრომისუბნის მცხოვრების მალხაზ მეგენეიშვილის კუთვნილ ნაკვეთზე, 1995 წელს, ნავთობი აღმოაჩინეს. ნაკვეთი საკარმიდამო სარგებლობაში ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში გადაეცა მეგენეიშვილის სიმამრს, ხოლო შემდეგ მემკვიდრეობით ერგო მეუღლეს _ თინათინ ფახურიძეს. ოჯახი მიწას სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის იყენებდა. მეგენეიშვილებს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც სრულ წესრიგში აქვთ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია “ვარდების რევოლუციით” მოსული ხელისუფლებისთვის ნაკვეთის პატრონის უფლებები გაეუქმებინა.

პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როცა მეგენეიშვილების ნაკვეთზე ნავთობ მომპოვებელი სამუშაოები დაიწყო, ჯერ ინგლისური, შემდეგ კი გერმანული კომპანიები მფლობელებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უხდიდნენ იჯარის თანხას. “ძველი ინვესტორები 5 წლის განმავლობაში გვიხდიდნენ იჯარის თანხას. მაშინაც კი, როცა ნავთობის ამოღება არ ხდებოდა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია _ სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გვიხდიდნენ ჯერ 750, ხოლო შემდეგ _ 1 000 დოლარს. მართალია, ბუნებრივი რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა, მაგრამ ეს მიწა ხომაა ჩემი საკუთრება?” _ ამბობს მალხაზ მეგენეიშვილი.

ოჯახმა ორი სასამართლო გადაწყვეტილება წარმოგვიდგინა _ 2009 წლის თერთმეტ დეკემბერს, ოზურგეთის სასამართლოს მოსამართლემ მარინე კიკნაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ინვესტორს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან გარკვეული შეთანხმების მიღწევის გარეშე, აღნიშნულ ნაკვეთზე მუშაობა არ შეეძლო. რადგან ინვესტორსა და ნაკვეთის მესაკუთრეს შორის მაინც ვერ მოხერხდა შეთანხმება, 2011 წლის 25 თებერვალს სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც წერია: “ნება დაერთოს მოსარჩელეს, შპს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” გამოიყენოს მოპასუხე მალხაზ მეგენეიშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით. მათ შორის, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მოპასუხისთვის შეთავაზებული პირობების შესაბამისად.”

მალხაზ მეგენეიშვილის ადვოკატი რაულ ხიჯაკაძე განმარტავს, რომ სახელმწიფო კომპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილება არად ჩააგდო: “კომპანია, რომელიც ამ მიწაზე ნავთობის მოპოვებას განახორციელებს, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო კომპანია, ვალდებულია მიწის მესაკუთრესთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელშიც ორივე მხარის პირობები აისახება. ამას ითვალისწინებს “ბუნებრივი რესურსების მოპოვების” შესახებ საქართველოს კანონი. ამ ეტაპზე კომპანია გაურბის მოვალეობების შესრულებას. მეტსაც გეტყვით _ კომპანიის მმართველობა პოლიციას უკავშირდება და მისგან მოითხოვს აღკვეთოს მეპატრონის ყოველგვარი ქმედება საკუთარ ნაკვეთზე.”

უსიამოვნებები “ნაციონალური” ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაიწყო და როგორც მეგენეიშვილები ამტკიცებენ, წლებია გრძელდება. რევოლუციის გზით მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ, “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის” საშუალებით, ახალ ინვესტორს, ინდურ-ქართულ კომპანია “ვიპ ჯორჯიას”, საშუალება მისცა ნაკვეთის მეპატრონის უფლებები საკუთრებაზე ფაქტობრივად გაეუქმებინა.

მალხაზ მეგენეიშვილის მეუღლე თინათინ ფახურიძე იხსენებს 2010 წლის ზაფხულში მომხდარ ინციდენტს, როცა საკუთარი ნაკვეთიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა: “რადგან ახალი ინვესტორი უარზე იყო, ჩვენთან ხელშეკრულება გაეფორმებინა და იჯარის გადასახადი გადაეხადა, გადავწყვიტეთ, საკუთარი ძალით დაგვეცვა ჩვენი კუთვნილი ქონება. ნაკვეთზე ვიყავით, როცა კუდ-ის 14 მანქანა მოვიდა. იყვნენ ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებიც. განსაკუთრებით აგრესიულობდნენ ლაშარელა ჩხაიძე და შმაგი ურატაძე. ჩხაიძემ უშვერი სიტყვებით გვაგინა მეც და ჩემს მეუღლესაც. შემდეგ მე და ჩემი უმცროსი შვილი _ ლაშა მეგენეიშვილი ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც ბოროტმოქმედები და ლანჩხუთის პოლიციაში გადაგვიყვანეს. იმ საღამოსვე ოზურგეთში სასამართლო ჩატარდა, რომელმაც დამნაშავედ გვცნო სხვისი საკუთრების დაზიანების მცდელობაში. არადა რეალურად, არანაირი საკუთრება არ დაგვიზიანებია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასჯელიც გამოგვიტანეს და 400-400 ლარი ჯარიმის გადახდა დაგვაკისრეს”.

ლაშა მეგენეიშვილიც ადასტურებს, რომ პოლიციამ ზედმეტი ძალა გამოიყენა: “შმაგი ურატაძემ თავში რომ ჩამარტყა, გონება დავკარგე. რომ გამოვფხიზლდი, უკვე მანქანაში ვიჯექი და ხელბორკილები მეკეთა”, _ იხსენებს იგი.

ამ საქმის აბსურდულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ოზურგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი ორი ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილება _ მას შემდეგ, რაც მოსამართლე კიკნაძის გადაწყვეტილებით, კომპანიას გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა, მან ქუთაისი სააპელაციო სასამართლოში იჩივლა და მიწის მეპატრონეს ახალი განჩინება წარუდგინა. მალხაზ მეგენეიშვილი ამბობს, რომ არ იცის, რა ეწერა ამ გადაწყვეტილებაში: “მაგრამ, რადგან ისინი არ აპირებენ არანაირ დათმობაზე წასვლას, ჩვენ კვლავ მივმართეთ სასამართლოს საკუთრების აღდგენის თხოვნით. განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. დაიკითხა ყველა მოწმე და ის იყო, მოსამართლე სისვაძე ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა, კორპორაციის იმჟამინდელი პრეზიდენტის ჯანჯღავას მოთხოვნით, საქმე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. ალბათ, ოზურგეთელი მოსამართლის მოსყიდვა უფრო ადვილი იყო. ოზურგეთის სასამართლოს მოსამართლემ ლევან ნუცუბიძემ გვითხრა, საკუთარი ნებით დათმეთ ნაკვეთი და, სამაგიეროდ, ჯარიმას _ 34 000 ლარს არ გადაგახდევინებთო. ეს ჯარიმა, თურმე, იმიტომ გვერიცხებოდა, რომ კომპანიას ხელი შევუშალეთ სამეწარმეო საქმიანობაში. რა თქმა უნდა, არც ამაზე დავთანხმდით. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ნაკვეთზე ყოფნამ როგორ უნდა შეუშალოს ხელი კომპანიას საქმიანობაში? ყველაფერი ჩვენს დასაშინებლად იყო მოფიქრებული.”

იმ მოტივით, რომ როგორმე შეინარჩუნონ უფლება ნაკვეთზე, რომელიც ოფიციალურად მათ ეკუთვნის, მეგენეიშვილებმა გადაწყვიტეს იქ თხილის ნარგავები გაეშენებინათ.

მიწა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის თითქმის გამოუყენებელია, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი ნავთობითაა დაჭაობებული. ოჯახმა 3 000 კვადრატული მეტრი ფართობის დაახლოებით 30 პროცენტი შეიძლება გამოიყენოს დანიშნულებისამებრ. იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე თხილის დარგვას აპირებდნენ, მალხაზ მეგენეიშვილმა წინასწარ აცნობა ლანჩხუთის პოლიციას.

ამაზე, ეტყობა, “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის” ადმინისტრაციამაც იზრუნა და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს “ცხელ ხაზზე” შეტყობინება დატოვა, რომ მათი კუთვნილი ქონების დაზიანება აპირებდნენ.

სოფელ შრომისუბანში ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებიც სიტუაციის კურიოზულობას თავადვე აღიარებდნენ. გამოძახებაზე მოსული სოფელ ჩოჩხათის უბნის ინსპექტორი მერაბ მოისწრაფიშვილი უკვე რამდენიმეჯერ იმყოფებოდა აღნიშნულ ნაკვეთზე. მისი მისამართით ოჯახს პრეტენზიები არ აქვს:

_ რის საფუძველზე მოხდა თქვენი გამოძახება?

_ დაგვირეკეს კომპანიიდან, რომ მიწაზე, რომელზეც მათი კუთვნილი ცისტერნებია განლაგებული, უცხო პირები შევიდნენ და უკანონოდ ახორციელებენ თხილის ნარგავების გაშენებას.

_ თქვენ ხელის შეშლას აპირებთ?

_ ჩვენ ვალდებული ვართ, ყოველ გამოძახებაზე მოვახდინოთ რეაგირება. შევადგენთ აქტს, რომ ადგილზე ვიყავით და აღვწერთ ყველაფერს, რაც აქ ხდება, _ გვითხრა უბნის ინსპექტორმა.

ადვოკატის განმარტებით, 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სასამართლომ ნება დართო “ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, რომლის უფლებამონაცვლეცაა დღეს “ვიპი ჯორჯია”, გამოიყენოს ტერიტორია ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით, მაგრამ ისე, რომ მიწის მფლობელთან შეთანხმდეს გარკვეულ პირობებზე. სასამართლომ მალხაზ მეგენეიშვილს დააკისრა ვალდებულება, დაუთმოს თავის ნაკვეთზე სამანქანო გზა კომპანიას. ნაკვეთის პატრონმა შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანია კი კვლავ თავს არიდებს სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებას.

მოსამართლე მარინე კიკნაძე ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება ამ საქმისადმი მის მიერვე მიღებულ გადაწყვეტილებაშია ასახული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კორპორაცია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსარჩელემ აღსრულების ბიუროს უნდა მიმართოს.

მალხაზ მეგენეიშვილი იმ დევნაზე საუბრობს, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები მასზე და მის ოჯახზე წლების განმავლობაში ახორციელებდნენ: “მას შემდეგ, რაც ახალი ინვესტორს იჯარის თანხა მოვთხოვეთ, ჩვენი მისამართით ნამდვილი დევნა დაიწყო. ჩემი უმცროსი ვაჟი ჩემივე მანქანით ლანჩხუთში იმყოფებოდა. იგი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. მისთვის საბუთებიც კი არ მოუთხოვიათ, ისე აიძულებდნენ მანქანის საბარგული გაეღო. გვაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკის ჩადებას უპირებდნენ. მაშინ ლაშა იმან გადაარჩინა, რომ შემთხვევით შეხვდა მაშინდელი პროკურორი შოთა ჩხაიძე, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. მან გადაარჩინა მაშინ ჩემი შვილი, თორემ დიდ შარში გაგვხვევდნენ. 7 წელია ასე გრძელდება. ვფიქრობდით ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ გამოსწორდებოდა სიტუაცია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ იცვლება,” _ ამბობს მეგენეიშვილი.

2011 წლის 25 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ისიცაა აღნიშნული, რომ მფლობელს შეუძლია ნაკვეთი შემოღობოს: “მეგენეიშვილების ნაკვეთზე მოსული აღმასრულებელი დაიბნა _ ვერ გაიგო რომელი გადაწყვეტილება შეესრულებინა,” _ განმარტავს ადვოკატი.

ჩვენ “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციის” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი სუთიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც ამ საქმის კომენტირებისგან თავი შეიკავა და კომპანიის ადვოკატთან გადაგვამისამართა, თუმცა, მის მიერ მოცემულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა.

როგორც მეგენეიშვილების ადვკატი რაულ ხიჯაკაძე ამბობს, მათ დაუკავშირდა იურისტი გიორგი ბეგიაშვილი. იგი წინა ინვესტორის უფლებებს იცავდა, რის შემდეგაც კერძო იურიდიული პრაქტიკა დაიწყო. მის მფლობელობაშია იურიდიული ფირმა “ბეგიაშვილი და კომპანია”. ამჟამად, როგორც ჩანს, ბეგიაშვილი “ვიპი ჯორჯიას” ინტერესებს იცავს. მან ნაკვეთის მესაკუთრეს მოლაპარაკებაზე წასვლა შესთავაზა.

2012 წლის 31 აგვისტოს, “ვიპი ჯორჯიას” სახელით, მალხაზ მეგენეიშილმა მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია შეიძენს აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, მაგრამ აუცილებელია გასაწევი ხარჯი განსახილველად წარედგინოს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, რათა ხარჯები აღიარებულ იქნას მიზნობრივ ხარჯებად. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს აწერს “ვიპი ჯორჯიას” დირექტორი ანდონტრა რამეშ ჩანტერ სინჰი.

ამ საქმესთან რაიმე კავშირს ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი შმაგი ურატაძე კატეგორიულად უარყოფს: “არც კი ვიცი, რომელ საქმესთან დაკავშირებით მირეკავთ. ასეთი არაფერი მახსენდება.”

მასალის მომზადებისას დაგვიკავშირდა მალხაზ მეგენეიშვილის ვაჟი ლაშა მეგენეიშვილი, რომელმაც შეგვატყობინა, რომ კომპანია თანახმაა მოლაპარაკებები აწარმოოს ნაკვეთის მეპატრონესთან და გარკვეულ დათმობებზეც წავიდეს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სამონადირეო ტურიზმზე მეოცნებეები მთას ესტუმრნენ

მგელი კვლავ გამოჩნდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო