გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას აპირებს

    ისრაელმა ირანს დაარტყა, ირანის ტელევიზია კი აცხადებს, რომ ირანი ომს გამოუცხადებს ისრაელს და აშშ-ს

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ჯანმო გავრცელებული საშიში ვირუსისგან ჩვილების დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს

    ლოს-ანჯელესში ეროვნულ გვარდიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია

    პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა _წყალდიდობას ამ დრომდე ებრძვიან (უცხოეთი)

    ვინ აიღო საპრიზო ადგილები _ 26 მაისისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობები ჩოხატაურში

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

    რას წერს გიორგი მამარდაშვილი გიორგი ლორიას შესახებ

    “5 ათასი ლარით დამაჯარიმეს”- გოგა ჩანადირი

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას აპირებს

    ისრაელმა ირანს დაარტყა, ირანის ტელევიზია კი აცხადებს, რომ ირანი ომს გამოუცხადებს ისრაელს და აშშ-ს

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ჯანმო გავრცელებული საშიში ვირუსისგან ჩვილების დასაცავად რეკომენდაციებს აქვეყნებს

    ლოს-ანჯელესში ეროვნულ გვარდიასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებია

    პუტინმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მასშტაბური რეფორმა დაამტკიცა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მსგავსებაა 1841 და 2011 წლებს შორის

18:03; 10.03.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

ბატონყმობის საწინააღმდეგო აჯანყება გურიაში, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, 1841 წელს დაიწყო. ხალხის მღელვარების საერთო მიზეზი იყო ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეთა თვითნებობა, უშუალო საბაბი _ კანონი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო გადასახადები 1841 წლიდან ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო. ამასთან, რუსები გურულ გლეხებს კარტოფილის დათესვას აიძულებდნენ, იძულებას კი ყოველთვის პროტესტი მოჰყვება _ ამ აჯანყებამ ამიტომაც მიიღო “კარტოფილის აჯანყების” სახელწოდება. აჯანყების პერიპეტიები დიმიტრი ყიფიანმა თავის მემუარებში აღწერა და ყურადღება სწორედ იძულების მეთოდით გურულების “გადარევაზე” გაამახვილა.

 

“ჭანჭათელი გლეხების ჯგუფი, ენუქა, გოგია და ათანასე ვადაჭკორიების ინიციატივით, თავს დაესხა გადასახადების ამკრეფ გოგოსი დოროძეს, სცემეს მას და წაართვეს აკრეფილი ფული. დამნაშავეთა შეპყრობა აზნაურ როსტომ ჯაყელს დაევალა, მაგრამ მან გლეხებთან ვერაფერი გააწყო, იგი შეიპყრეს, ცალი წვერი მოპარსეს და სოფლიდან გააგდეს. ჭანჭათელმა გოგია ვადაჭკორიამ გავარვარებული რკინით დადაღა გადასახადების ამკრეფი.

აღნიშნულმა ვადაჭკორიებმა აკეთისა და ლანჩხუთის გლეხები შემოიკრიბეს და შეადგინეს რაზმი “ფირალი”, რომელიც 220-მდე კაცს ითვლიდა. ოზურგეთის მაზრის უფროსმა გლეხებს კვლავ მოსთხოვა გადასახადების გადახდა. ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს და 22 მაისს (3 ივნისს) აჯანყება დაიწყო,” _ ვკითხულობთ “ვიკიპედიაში”.

ვერ გეტყვით რა მოხდება დღეს, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ჰიბრიდული სიმინდის თვისებებზე ოზურგეთში, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრაზე ისაუბრებს. თუმცა, ცნობილია, რომ გლეხებს პრეზიდენტის მიერ ნაქებ-ნადიდები ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის დათესვას აიძულებენ. მინისტრთან შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება, სადაც როგორც გვითხრეს კვეზერელი აყვავების, აშენების და გაჭირვების ჰიბრიდული სიმინდის დახმარებით გადატანის პირობას მოგვცემს. ამ შეხვედრამდე სამი დღით ადრე კი, რწმუნებულებთან გამგებლებმა “მოსამზადებელი სამუშაოები” ჩაატარეს. ჩოხატაურში გამართულ თათბირზე რწმუნებულებმა ჰიბრიდული სიმინდის შესახებ ბევრი კითხვა დასვეს, მაგრამ პასუხად _ “ეგ ხუთშაბათს მინისტრს ჰკითხეთო” _ მიიღეს.

ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის სამართლიან შენიშვნას, რომ გლეხებს ამ საკითხზე მცირე ინფორმაცია აქვთ, გამგებლის შენიშვნა მოჰყვა _ ბუკლეტი ხომ გაგატანეთ და წაგეკითხათო. აღნიშნული ბუკლეტის გაცნობა ჩვენთვისაც საინტერესო იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩოხატაურის ხელმძღვანელობას ყველა ეგზემპლარი დაურიგებია და ერთი ცალი “წამლადაც” კი არ დაუტოვებია.

“მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი სიმინდის ჯიშები აქვს: მექსიკა, რუმინეთი, მოლდოვა და საქართველო. არაჩვეულებრივი აჯამეთის თეთრი, აჯამეთის ყვითელი, გეგუთის თეთრი, აბაშის ყვითელი _ ეს უნიკალური ქართული სიმინდის ჯიშებია. სწორი აგროტექნიკისა და მინერალური სასუქების რაციონალური დოზით გამოყენების შემთხვევაში, ისინი ჰექტარზე 120-150 ცენტნერ სიმინდს იძლევიან. ქართული სიმინდის ჯიშები, შესაბამისი გაუმჯობესების შემდეგ, გაცილებით უკეთეს შედეგს მოგვცემენ, ვიდრე ეს ჰიბრიდული ჯიშები. ეს აქსიომაა”, _ ამბობს ექსპერტი პაატა კოღუაშვილი.

ჩვენს შეკითხვას, რა ეშველება ქართულ ჯიშებს და ხომ არ ჯობდა მათ დათესვაში დაგვეხარჯა ათეულობით მილიონი ლარი, პასუხი გამგებლის მოადგილემ დიმიტრი კორიფაძემ ასე გასცა:

_ თუ გინდათ დათესეთ, ვინ გიშლით.

ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, პირად საუბარში ამბობს, რომ სოფელს სიმინდის შესასყიდი კვოტაც კი დაუწესეს:

_ მოსახლეობის რაოდენობის, კომლების მიხედვით გვითხრეს ვინ რამდენ კილოგრამ სიმინდს შეიძენდა. დაახლოებით 900 კილოგრამი სიმინდი მაქვს შესაძენი. ერთი კილოგრამის ფასი 8 ლარია. თუ ხელით თესავენ, 1000 მეტრზე 7-8 კილოგრამი სიმინდია საჭირო, ტრაქტორით დათესვის შემთხვევაში კი _ 3 კილოგრამი. გინდა _ არ გინდა, თითო ოჯახს 25 ლარი მაინც უნდა გამოართვა. დღეს ხალხს პურის ფული არა აქვს, ვინ იყიდის ამდენ სიმინდს?! ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ფული რწმუნებულების გადასახდელი იქნება. ჩემს სოფელში ბევრია ისეთი ოჯახი, რომელსაც სათესლე სიმინდი შენახული აქვს და სულ არ სჭირდება ეს ჰიბრიდული თესლი, თუმცა მისი არდაჭირვება ვის ადარდებს?! ჩვენ ზემდგომი გვაძალებს, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ გლეხებს დავაძალოთ, _ აღნიშნა ჩვენმა წყარომ.

ჩვენი წყაროების ინფორმაციით, სოფლის რწმუნებულების გარდა, 3-3 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის შეძენა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს და პედაგოგებსაც დაავალეს. იმათ კი, ვისაც საყანე ფართობი არ აქვს, ურჩიეს, რომ გაჭირვებელ მეზობელს ან ახლობელს აჩუქოს ელექტროდენის ვაუჩერის მსგავსად. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რამდენიმე ათასი კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის შეძენა კერძო კომპანიებს და ინდმეწარმეებსაც დაავალეს. ასე იყო, როცა დიდსა თუ პატარას ყურძნის მოსავლის შეძენას ავალდებულებდნენ; ყველამ იცოდა, რომ ეს დავალება იყო “ზემოდან”, მაგრამ სიმართლის აღიარებას, უარის თქმას “უფროსისთვის”, როგორც ჩანს, ინსტიტუციურად გადავეჩვიეთ!

ჩვენ უკვე ვწერდით, რომ სპეციალისტების განმარტებით, ეს თესლი სრულიად კარგავს მაღალმოსავლიანობის თვისებას იმ შემთხვევაში, თუ იდეალურად სწორ, იდეალურად დამუშავებულ-დაფარცხულ ფართობზე ვაკუუმის წესით არ დაითესა. თესლს აღმოცენება უჭირს დაჭაობებულ ფართობებზე. მოსავლიდან შეუძლებელია თესლის საგაისოდ შენახვა და გლეხი იძულებული ხდება, მომავალ წელს და შემდგომშიც, თესლი ისევ და ისევ შეიძინოს. ჰიბრიდული სიმინდი, დამტვერვის გამო, აჯიშებს და აგვარებს მეზობელ ნაკვეთებზე დათესილ ადგილობრივ ჯიშებსაც.

“გურია ნიუსმა” მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შემომტანი ფირმა, პრაქტიკულად ორმაგ მოგებას იღებს, რადგან უკრაინაში ჩატანილი იგივე მარკის თესლი, რომელსაც კერძო პირი ჰყიდის, ორჯერ იაფია. ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია, თუ ვინ არის “პიონერის” მიერ წარმოებული ჰიბრიდული თესლის შემომტანი საქართველოში. სოფლის მეურნეობის კორპორაციის მიერ ეს ექსკლუზივი შპს “გარემო და ალტერნატივას” აქვს მინიჭებული, თუმცა ინტერნეტსივრცეში, ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გვხვდება. მისი სახელის მოძიება მხოლოდ პესტიციდების შემოტანასთან დაკავშირებით შევძელით.

ნორმალურ ვითარებაში, მრავალმილიონიანი შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაც, არის თუ არა შესყიდული სათესლე მასალა გენმოდიფიცირებული, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გამანადგურებელ გავლენას იქონიებს. ამიტომაც, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჰიბრიდული სიმინდი საქართველოში ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესორგანიზაციას შემოაქვს და ამ ბიზნესში ხელისუფლების მაღალ პირებს პირადი ინტერესები აქვთ. ამით ხსნიან სიმინდის თესლის მასიური დაძალების კამპანიას, რისთვისაც ხელისუფლება სარგებლობაში არსებულ მიწების დაკანონებას სთავაზობს გლეხებს _ საბანკო სესხების გაცემისთვის, ეს მიწები იპოთეკით დაიტვირთება.

სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, დავით ასათიანი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს წამოწყება შეიძლება სავალალო შედეგებით დასრულდეს: _ მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა საქართველო, როგორც ვაზისა და ღვინის, ისე ხორბლის ერთ-ერთ სამშობლოდ მოიაზრება. ამას ემატება სხვა მცენარეების შემდგომში გამოყვანილი ქართული ჯიშები, რაც ათეულობით, ასეულობით წლის მუშაობის შედეგია _ ისინი მხოლოდ მცენარეები არ არიან _ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ნაწილს წარმოადგენენ, მათი შექმნა და გამოყვანა ქართული კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშების სახით საქმე გვაქვს არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო საგანძურთან.

სამწუხაროდ, საქართველოში ყოველ დროში არსებობდნენ და დღევანდელ დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არათუ სათანადოდ ვერ აფასებენ ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს თავიანთი ჭკუამოკლეობის გამო, არამედ ყოველივე ქართულისა და ტრადიციულის წინააღმდეგნიც კი არიან. ვერ ვხვდები რამ დაუბინდა ამ ხალხს გონება, როდესაც მათ ქართული სოფლის მეურნეობის აღორძინებად მხოლოდ უცხოეთიდან ვაზის, სიმინდის, ხეხილისა და ხორბლის ჯიშების შემოტანა მიაჩნიათ? მაშინ როდესაც თავად უცხოელები, ქართული ვაზისა თუ ხორბლის ჯიშებს იპარავენ კიდეც და მცირედი სახესხვაობის შემდეგ თავისად ასაღებენ.

ყველაზე უფრო გულსატკენი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ეს ჩვენი “შინაური მოკეთეები” ამ ყველაფრის ქადაგებას მთავრობის ტრიბუნებიდან ეწევიან. მინდა ერთი შეკითხვა დავსვა _ საქართველოს მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს ქართული გენოფონდის გადარჩენით თუ პირიქით, მის განადგურებას და მოსპობას ცდილობდეს?! არავინ დავობს, რომ ამერიკული მანქანათმშენებლობა, ქიმიური მრეწველობა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, მართლაც რომ უმაღლესი დონისაა და ამერიკელებისაგან ასეთი ტიპის სფეროებში უდავოდ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, მაგრამ იმედია, ერთხელ და სამუდამოდ იმასაც მივხვდებით, რომ ყოველივე უცხო – საუცხოო ნამდვილად არ არის, _ აღნიშნა ასათიანმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18:23; 13 ივნისი, 2025
საზოგადოება

თელავში მათე დევიძის მხარდასაჭერად აქცია ჩაინიშნა

17:58; 13 ივნისი, 2025
საზოგადოება

რეზო კიკნაძემ სასამართლოში საბრალდებო სკამიდან მერაბ დვალიშვილს მიმართა

15:43; 13 ივნისი, 2025
საზოგადოება

საპენსიო სააგენტო დამსაქმებლებს მიმართავს

14:39; 13 ივნისი, 2025
საზოგადოება

“ჩვენ რა დაგვავიწყებს 13-ს” _ რას ჰყვება ივლიტას მამა “გურია ნიუსთან”

09:06; 13 ივნისი, 2025

ნავთობი ისევ გაძვირდა

"გაჭირვებულმა" საკრებულომ პოლიციას ძვირადღირებული ჯიპები შეუძინა

ყველა სიახლე

ზაფრანი

რა რაოდენობის ყავა უნდა მიირთვათ

19:13; 13.06.2025
ზაფრანი

საზიანოა თუ არა საღეჭი რეზინი

19:10; 13.06.2025
ზაფრანი

პროდუქტი, რომელსაც სიმსუქნესთან ბრძოლა შეუძლია

19:07; 13.06.2025
ზაფრანი

პროდუქტები, რომელიც თმის ზრდას უწყობს ხელს

19:03; 13.06.2025
ზაფრანი

სასარგებლოა თუ არა მსხალი

18:58; 13.06.2025
ზაფრანი

რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ყვავილოვან კომბოსტოს

18:48; 13.06.2025
საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

18:23; 13.06.2025
პოლიტიკა

“გრანტების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად”- SJC

18:07; 13.06.2025
საზოგადოება

თელავში მათე დევიძის მხარდასაჭერად აქცია ჩაინიშნა

17:58; 13.06.2025
პოლიტიკა

“უნდა ვიმოქმედოთ, სანამ საქართველო მეორე ბელარუსად იქცევა”- ევროპარლამენტარი

17:47; 13.06.2025
სამართალი

ანდრო ჭიჭინაძე: თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, არაფერი ობიექტური არ იქნება

16:02; 13.06.2025
საზოგადოება

რეზო კიკნაძემ სასამართლოში საბრალდებო სკამიდან მერაბ დვალიშვილს მიმართა

15:43; 13.06.2025
პოლიტიკა

SJC: ონლაინ სივრცეში გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა არაკონსტიტუციურია და ტოტალური ცენზურის დაკანონებას ისახავს მიზნად

15:39; 13.06.2025
საზოგადოება

საპენსიო სააგენტო დამსაქმებლებს მიმართავს

14:39; 13.06.2025
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13:32; 13.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025
0

ფოტო ხიდისთავის პარკიდან

15:53; 22.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

16:22; 9.06.2025
0

“გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

17:30; 8.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო