https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სალომე კიკვაძე ეტალონელი გახდა

15:03; 21.03.2011
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

კულულებიანი, შავტუხა გოგონა ჩოხატაურელ მაყურებელს სცენიდან ხშირად ხიბლავდა. ცეკვავდა, მღეროდა… ჟურნალისტიკაშიც მოსინჯა ძალები და არცთუ წარუმატებლად. თუმცა არჩევანის დრო რომ მოვიდა, ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი მშობლების შვილი აუცილებლად “დოხტური” უნდა გამოსულიყო.

_ ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება იყო, _ გვითხრა ჩვენი გაზეთის სტუმარმა, სალომე კიკვაძემ, რომელმაც ცოტა ხნის უკან ჩოხატაური ასახელა და ეტალონელის ტიტული მოიპოვა

_ სალომე, დავიწყოთ თავიდან. ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდი. ხშირად მიგყავდა საღამოები, ცეკვავდი, მღეროდი… რამ განაპირობა რადიკალური ცვლილება პროფესიის არჩევისას, რატომ სამედიცინო?

_ გეთანხმები, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მგონი, ბაღიდან დავიწყე აქტიური ცხოვრება. მერე იყო სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, ჩოხატაურის გიმნაზია (ახლანდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა), გაზეთი “21-ს ქვევით”, უამრავი ღონისძიება: კონცერტი, კონკურსი თუ თემატური ოლიმპიადა … მოკლედ, ახლა, როცა ვიხსენებ ჩემს ბავშვობას, ასე მგონია, მაქსიმალურად ამოვწურე ის რესურსები, რაც რაიონში იყო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება მაინცადამაინც რადიკალური იყო, იმიტომ, რომ ახლა ძალიან აქტიურად ვცხოვრობ, გაცილებით მეტად, ვიდრე _ მაშინ. ექიმობა სულაც არ არის პასიური და “საკაბინეტო” პროფესია. ვფიქრობ, ეს არის დედამიწაზე ყველაზე აქტიური პროფესია და ყველაზე რთულიც. სულ უნდა სწავლობდე, იზრდებოდე როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. ამ სწავლის და საკუთარ თავთან მუშაობის პროცესში შინაგანად იხვეწები და ნელ-ნელა ექიმად ყალიბდები. მე ჯერ “ჩამოყალიბების”პროცესში ვარ.

მთელი ბავშვობა, განსაკუთრებით ბაღის ასაკი, ჩოხატაურის სამშობიარო სახლში მაქვს გატარებული _ დედა იქ მუშაობდა და მორიგეობაშიც, ღამითაც ვრჩებოდი ხოლმე. მომწონდა თეთრი ხალათი და ექიმების გარემო. ახლაც მახსოვს ჩემი პირველი ბავშვური შთაბეჭდილება, როგორ საოცრად უხდებოდა სამშობიარო სახლის ექიმ-გინეკოლოგს, აწ უკვე გარდაცვლილ დავით გოგიბერიძეს თეთრი ხალათი. როცა სამედიცინოზე ჩავაბარე, მინდოდა მენახა ეს ადამიანი და მეთქვა, თუ როგორი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე მისმა კარგად მოხდენილმა თეთრმა ხალათმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი. საერთოდ კარგად მახსენდება სამშობიარო სახლი მისი ექიმებით თუ ექთნებით. ალბათ, ამ ადამიანებმა ითამაშეს რაღაც როლი იმაში, რომ მე სამედიცინოზე ჩავაბარე. მადლობა მათ! თუმცა, თეთრი ხალათი არის მეასე ხარისხოვანი, როცა ექიმობას პროფესიად ირჩევ. მე, უბრალოდ მინდოდა რამე კარგი, საინტერესო და თან რთული მეკეთებინა ცხოვრებაში, ადამიანებს დავხმარებოდი. ამისთვის საუკეთესო გზა მიდის ექიმობისკენ. მეც ამ გზის მგზავრი ვარ.

_ მოგვიყევი როგორ მოხვდი ეტალონში.

_ ძალიან მარტივად. საღამოს მაღვიძებს ტელეფონის ზარი და მეკითხებიან თუ მინდა სტუდენტურ “ეტალონში” მონაწილეობის მიღება მედიცინის ფაკულტეტის სახელით. მეც ვამბობ “კის”. როგორც გავიგე, სტუდენტური თვითმმართველობიდან დამასახელეს. ძალიან გამიხარდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამასახელეს და მეორეც, ჩემი სკოლისდროინდელი ოცნება იყო “ეტალონში” მონაწილეობა და იქ გამარჯვება. ოღონდ იცით როგორი ოცნება? რომ აღარ მახსოვდა იმიტომ, რომ 5 წლის უკან ვოცნებობდი მაგაზე და ოცნება ახლა ამიხდა.

_ რთული იყო გამარჯვება?

_ საკმაოდ. თუმცა ძალიან შინაურული გარემო იყო. ყველა სამედიცინოს სტუდენტები ვიყავით, ფაქტიურად ფაკულტეტებს შორის იყო შეჯიბრი. თან სტუდიაში საგულშემატკივროდ იყვნენ ჩემი მეგობრებიც. მოკლედ, კონკურენციას ნაკლებად ვგრძნობდი. ჩემი აზრით, კითხვებიც უფრო სკოლაში მიღებულ განათლებას ეფუძნებოდა. ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლის მასწავლებლებს (რატომღაც გამომრჩა გადაცემის ჩაწერისას, რომ ტელევიზიითაც მეთქვა მათთვის მადლობა), მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს განათლებასა და იმ გამარჯვებაშიც, რომელიც, ღვთის შეწევნით, მოვიპოვე. როგორც კი გადაცემა ეთერში გავიდა ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, ძალიან ბევრმა გურიიდან. გამიკვირდა კიდეც. არ ვიცოდი თუ ამდენი გურული გულშემატკივარი მყავდა. მადლობა, გურულებო!

_ საინტერესოა შენი აზრი, შენი თაობის წიგნიერებასთან დაკავშირებით. შენ როგორ ხარ ამ მხრივ და რას ფიქრობ, კომპიუტერის ეპოქაში წიგნის ადგილი არ არის?

_ ალბათ, ყველამ ნახა ის სიუჟეტი, სადაც სტუდენტებს ეკითხებიან შოთა რუსთაველზე რომელ საუკუნეში მეფობდაო და რესპონდენტებს კითხვა არ უკვირთ. ვფიქრობ, იმას თუ თაობა როგორი წიგნიერია, კომენტარი არ სჭირდება. თუმცა, მთლად ასეც არ არის. არ გამოვრიცხავ იმავე რესპონდენტმა შეიძლება იცოდეს პაოლო კოელიოს და გაბრიელ გარსია მარკესის შესახებ ანუ იმის შესახებ, რაც “ლიტერატურულ მოდაშია”. პირადად მეც მომწონს და წაკითხულიც მაქვს კოელიოს და მარკესის ნაწარმოებები, მაგრამ ამით არ ამოიწურება ჩემი ლიტერატურული ინტერესი. მიმაჩნია, რომ გამიმართლა და ჩემს ირგვლივ ისეთი ადამიანები არიან, ვისაც განათლების და წიგნიერების პრობლემა ნამდვილად არ აქვთ. ვგულისხმობ ჩემს მეგობრებს, ჯგუფელებს, მოკლედ, ხალხს, ვისთან ერთადაც ვსწავლობ თუ ვმუშაობ. ვთვლი, რომ წიგნიერი სტუდენტი ვარ, თუმცა მე და კომპიუტერი ძალიან ვმეგობრობთ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ წიგნის ფუნქცია შეითავსა, არამედ იმიტომ, რომ კომპიუტერი “წყალივით” მჭირდება როგორც მოსახერხებელი და სწრაფი ინფორმაციის წყარო, სასწავლო რესურსი (განსაკუთრებით უცხო ენების) და კომუნიკაციის საშუალება. ლიტერატურული ნაწარმოების კითხვა მე წიგნში მირჩევნია და ასეც ვიქცევი. ბევრი ახალი წიგნი მაქვს.

_ რამდენად დატვირთულია შენი სწავლის გრაფიკი? როგორც ვიცი, სამედიცინოზე სწავლა 10-წლიანია…

_ სწავლის გრაფიკი ძალიან დატვირთული არ არის, მე თვითონ ვარ დატვირთული ხოლმე. უნივერსიტეტში სწავლა 3 საათზე უკვე დამთავრებულია. მერე ან მორიგე ვარ, ვმორიგეობ ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ნევროლოგიურ განყოფილებაში, ან ჩოგბურთზე მივდივარ უნივერსიტეტის კორტებზე, ან _ რომელიმე შეხვედრაზე. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ბორდის წევრი და ნევროლოგიის სექციის ხელმძღვანელი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრიც. რაც შეეხება სამედიცინოზე სწავლის ხანგრძლივობას, ის ასე ზუსტად 10 წელი არ არის. ბაკალავრი არის 6-წლიანი და შემდეგ რეზიდენტურა 3 წელი და ზევით. რეზიდენტურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ ვიწრო პროფესიაზე. მე, მაგალითად, ძალიან მომწონს ნევროლოგია და ვფიქრობ, ამ კუთხით სწავლის გაგრძელებას, სადაც რეზიდენტურა არის 4-წლიანი და ჩემს შემთხვევაში სამედიცინოზე სწავლა გამოდის ზუსტად 10 წელი.

_ ერთია, როცა სწავლობ თეორიას და მეორეა, როცა გადიხარ პრაქტიკას… ამ მხრივ, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს? სტუდენტები ხშირად ამბობენ რომ სასწავლებლებში მხოლოდ თეორიას ექცევა ყურადღება…

_ პრობლემა პრაქტიკის არ ქონაში არ არის. პრობლემა თვითონ სამედიცინო სასწავლო სისტემაშია ალბათ. ამ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ უფრო კომპეტენტურ ადამიანებს. მე, როგორც სტუდენტს, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტს რაც შეუძლია, გვაძლევს თეორიასაც და პრაქტიკასაც ანუ რეალურად ვიყენებთ იმ სამედიცინო და კლინიკურ ბაზას, რაც თბილისში არსებობს. ამჟამად რაც მაწუხებს, არის რეზიდენტურის პრობლემა. მომავალში ვამთავრებ და რეზიდენტურის არ არსებობამ შეიძლება ცოტათი შემიცვალოს გეგმები. თუმცა ჯერ ერთი, წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა და თან მე მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ და იმედი მაქვს, გამოსწორდება არსებული სიტუაცია.

_ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ რაიონში გეგმავ თუ არა დაბრუნებას?

_ რთული კითხვაა. ასე შორეულ მომავალს არ ვგეგმავ ხოლმე შეგნებულად, მარტივი მიზეზის გამო _ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში, მათ შორის, დაგეგმილ კარიერაშიც.

_ რაიონებში ყველაზე დიდი პრობლემა მიგრაციაა. წასულების 98 პროცენტი უკან არ ბრუნდება, რაც ბუნებრივია, კადრების დეფიციტს ქმნის. შენ იმ თაობის წარმომადგენელი ხარ, რომლებსაც ძალიან ჭკვიანებს და ნიჭიერებს უწოდებენ… თუ გაქვს ჩოხატაურელ თანატოლებთან ხშირი კონტაქტი და თუ იცი, აპირებენ თუ არა კარიერის გაგრძელებას ისინი მშობლიურ რაიონში.

_ კი, გეთანხმები, ნიჭიერი თაობა ნამდვილად ვართ და მიგრაციის პრობლემაც რაიონში კარგად მესმის. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კლასში ყველა ბავშვი ნიჭიერი იყო. პირველ რიგში, ძალიან მენატრებიან, მეტ-ნაკლებად მაქვს მათთან ურთიერთობა. ვიცი, რომ ბევრმა უკვე დაამთავრა საუნივერსიტეტო სწავლა, ზოგიც დაოჯახდა და რაიონს დაუბრუნდა. შესაბამისად, ალბათ, აგრძელებენ კარიერას და მუშაობენ რაიონში. ამ ეტაპზე რაიონში დაბრუნებას არ ვაპირებ. წინ ჯერ ექიმობის ხანგრძლივი და არც ისე ადვილი წლები მაქვს. სიმართლე გითხრათ, იქითკენ ვისწრაფვი სადაც განვითარების მეტი შესაძლებლობებია, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჯერ სწავლის შემდგომი ეტაპი დაგეგმილი არ მაქვს და კიდევ, ცხოვრებაში გამორიცხული არაფერი არ არის, _ გვითხრა სალომემ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

14:49; 2 ივლისი, 2026
21-ს ქვევით

როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

21:13; 21 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

10:39; 18 ივნისი, 2026
21-ს ქვევით

რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

15:32; 27 მაისი, 2026
21-ს ქვევით

შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

15:42; 18 მაისი, 2026

სოფლის სატკივარი

გაზეთ "გურია ნიუსის" 2010 წლის ფინანსური ანგარიში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო