რომელიც საქართველოს სახელმწიფო აუდიტორის 2012 წლის 6 აგვისტოს ბრძანებულებით (#137/37) მაუწყებლებისა და გაზეთებისთვის ახალი რეგულაციების გაუქმებას ითვალისწინებდა. მედიის ინტერესებს საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა.
ია მამალაძე, “გურია ნიუსის” გამომცემელი: “გენერალური აუდიტორის ამ ბრძანებულებით, განისაზღვრა, რომ საარჩევნო სუბიექტებს ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის, საეთერო დროის ან გაზეთის ფართობის ღირებულება წინასწარ უნდა გადაეხადათ, ხოლო მედიაორგანიზაციები ვალდებულები იყვნენ, ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშსწორების გახორციელებიდან 24 საათში მიეწოდებინათ. ამასთან კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 15 აგვისტოს დადგენილება მიიღო და ამით მედია ორმაგი რეგულირების ქვეშ მოექცა. თუ ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ 15 აგვისტოს დადგენილებაში მიუთითა, რომ წინასაარჩევნო რეგულაციები ეხება მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მედიასაშუალებებს და ორგანიზაციის ვებგვერდზე იმ გამოცემების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, აუდიტის სამსახურისგან არათუ რეგულაციის განმარტება, კომენტარიც კი გადაულახავ სირთულედ იქცა.
კვირეების განმავლობაში, სატელევიზიო ეთერებიდან, ინტერნეტსივრციდან, წერილობით, სატელეფონო კონტაქტებით, ადგილზე მისვლით ამაოდ ვცდილობდით დაგვედგინა, კონკრეტულად, რას და როგორ ითხოვდა აუდიტის სამსახური. დახმარებისთვის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მივმართეთ, რამდენიმე კოლეგაც შემოგვიერთდა და მართალია, მოგვიანებით, მაგრამ მაინც, სამართალს მივაღწიეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საია-ს სამართლებრივი ცენტრის წარმომადგენლებს ნათია კაპანაძეს, მარიამ გოგოსაშვილს ამ საქმის წარმატებით წარმართვისთვის.”
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ გოგოსაშვილის ინფორმაციით, ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა ბათილად იქნა ცნობილი მთავარი აუდიტორის ბრძანებულების ის ნაწილი, რომელიც მედიასაშუალებების მიერ ანგარიშსწორების შემდეგ 24 საათში ვალდებულებების შეუსრულებლობისას, სანქცირებას ითვალისწინებდა.
შეგახსენებთ, რომ ბრძანებულებას საფუძვლად “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონი ედო და ამ კანონის მუხლი 342 მე-5 პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, იწვევდა დაჯარიმებას 5 000 ლარით.