_ აგრუნის საქმიანობის უფლება შეუჩერეს. მთავრობის გადაწყვეტილებას ორი მიზანი აქვს და ორივე პოლიტიკურია: კერძო უნივერსიტეტების დაშინება და კახა ბენდუქიძის დასუსტება. ბოლო წლებში კერძო უნივერსიტეტებმა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს საგანმათლებლო სირცეში, როგორც მზარდად კომპეტენტურმა და მზარდად დამოუკიდებელმა მოთამაშეებმა. კომპეტენტურობა და დამოუკიდებლობა კი არ არის თავსებადი “ქართული ოცნების” მართვის ფილოსოფიასთან. აქედან – დარტყმა.
კახა ბენდუქიძის შემთხვევაში, კომპეტენტურობისა და დამოუკიდებლობის მიუღებლობას კიდევ ორი ფაქტორი დაემატა – შიში და შური. შიში იმისა, რომ კახას ინტელექტუალური, ორგანიზაციული და ფინანსური შესაძლებლობებით ძალუძს ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. შური კი ძალიან პირადულია: კახამ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებით უკვე შექმნა თავისი მემკვიდრეობა. იმათ მხარეს კი, ვისაც შურთ – მსგავსი არაფერია.
პატრიოტული პოლიტიკური ძალების ტაქტიკა სწორია – დისტანცირება, რათა მთავრობას არ მიეცეს საბაბი ოპოზიცია საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულოს.
სამწუხაროა, რომ 2000 სტუდენტის ბედი მთავრობამ ფეხებზე დაიკიდა, და სწავლის მაგივრად მათ ქუჩაში უწევთ საკუთარი უნივერსიტეტის დაცვა, მაგრამ ამ სტუდენტებმა უკვე დაამტკიცეს, რომ თვითორგანიზების უნარი აქვთ.
სტუდენტური სოლიდარობა და აგრუნის სამართლებრივი ნაბიჯები სასურველ შედეგს გამოიღებს: თავისი ორი მიზნიდან მთავრობა ვერცერთს ვერ მიაღწევს.
დღის ლოზუნგი: “მე ვარ აგრუნი!”, _ წერს ლომაია სოციალურ ქსელში.