საშარდე გზების ინფექცია (UTI) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბაქტერიები ხვდებიან საშარდე სისტემაში, მრავლდებიან და იწვევენ ანთებით პროცესს.
ის შეიძლება განვითარდეს საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში – თირკმელებში, შარდსაწვეთებში, შარდსადენებსა და შარდის ბუშტში. გარდა ამისა, საშარდე გზების ინფექცია შეიძლება განვითარდეს როგორც ქვემო საშარდე გზებში, ასევე ზემო საშარდე გზებშიც. ქვემო საშარდე გზების ინფექცია მოიცავს შარდსადენს, შარდის ბუშტსა და პროსტატას – მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალს, ხოლო ზემო საშარდე გზების ინფექცია თირკმლის ინფექციას (პიელონეფრიტს) გულისხმობს. გავრცელების თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ იგი უფრო მეტადაა გავრცელებული ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ეს უკავშირდება ქალებსა და მამაკაცებს შორის ანატომიურ განსხვავებას, კერძოდ, ქალებს აქვთ უფრო მოკლე ურეთრა (შარდსადენი), ვიდრე მამაკაცებს. გარდა ამისა, ორსულობა ზრდის ჰორმონალური ცვლილებების და საშარდე გზების ფიზიოლოგიური ცვლილებების რისკს, რაც, თავის მხრივ, ზრდის საშარდე გზების ინფექციის რისკსაც.რა იწვევს საშარდე გზების ინფექციებს? რაც შეეხება საშარდე გზების ინფექციის გამომწვევ მიზეზებს, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორისაა: ბაქტერიული ინფექცია: საშარდე გზების ინფექციის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ბაქტერია, რომელიც შედის საშარდე გზებში, ხშირად ნაწლავებიდან და იწვევს ანთებით პროცესს. ანატომია: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან საშარდე გზების ინფექციის მიმართ, რადგან მამაკაცებთან შედარებით მათ აქვთ უფრო მოკლე ურეთრა (შარდსადენი), რაც საშუალებას აძლევს ბაქტერიებს უფრო ადვილად შეაღწიონ შარდის ბუშტში. სექსუალური აქტივობა: სქესობრივმა კავშირმა შეიძლება შეიტანოს ბაქტერიები საშარდე გზებში. ჩასახვის კონტროლის გარკვეული საშუალებები: ჩასახვის კონტროლისთვის განკუთვნილი დიაფრაგმის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს საშარდე გზების ინფექციის რისკი. მენოპაუზა: მენოპაუზის შემდეგ ქალები განიცდიან ცვლილებებს საშარდე გზებში ესტროგენის შემცირების გამო, რამაც შეიძლება გაზარდოს ინფექციის რისკი. კათეტერის გამოყენება: შარდის დრენაჟისთვის გამოყენებულ კათეტერებს შეუძლიათ ბაქტერიების შეტანა საშარდე გზებში და ანთებითი პროცესების გამოწვევა. დასუსტებული იმუნური სისტემა: დასუსტებული იმუნური სისტემის ან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები მეტად არიან მიდრეკილნი საშარდე გზების ინფექციის მიმართ. შაქრიანი დიაბეტი: შარდში გლუკოზის მომატებულმა დონემ შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას და საშარდე გზების ინფექციის განვითარებას. ცუდი ჰიგიენა: არასწორმა წმენდამ (წინიდან უკან) და სხვა ჰიგიენურმა პრაქტიკამ შეიძლება გაზარდოს საშარდე გზების ინფექციის რისკი. დეჰიდრატაცია: საკმარისი სითხის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს შარდის კონცენტრირება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების ზრდას. საშარდე გზების ინფექციის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. როგორც წესი, ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტი პირველივე დოზის მიცემიდან 2-3 დღეში ხდება თვალსაჩინო, თუმცა მკურნალობის კურსი უფრო ხანგრძლივია და გრძელდება 5 დღიდან 14 დღემდე, იმის მიხედვით თუ სადაა გავრცელებული ინფექცია – ქვედა თუ ზედა საშარდე გზებში. ექიმის დანიშნულებისამებრ, საჭირო მედიკამენტების შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ. ანტიბიოტიკების გარდა მკურნალობის პროცესში სიმპტომური შემსუბუქებისთვის (წვის და დისკომფორტის შესამსუბუქებლად) შეიძლება გამოყენებული იყოს ტკივილგამაყუჩებლები, შარდის ანალგეტიკები და სხვა დამხმარე მედიკამენტებიც (მაგალითად: ამვილაბი ურობერი). |
Developed By Web Features 2025 © All rights reserved