გურიის გუბერნატორის მოადგილე, ლელა თავართქილაძე ამბობს, რომ კანდიდატურები ბევრია:
_ ვინ იქნება ჩოხატაურის მომავალი გამგებელი, ამას საკრებულო გადაწყვეტს, რადგან ეს მისი კომპეტენციაა და ჩვენ ამ საკითხში არ ვერევით. კანდიდატურები ბევრია და თუ ვინმეს სურვილი ექნება, შეუძლია საკრებულოში შეიტანოს განაცხადი ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, _ გვითხრა თავართილაძემ.
გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა ჩვენს შეკითხვაზე ვინ იქნება ჩოხატაურის გამგებელი _ ირინა საჯაია თუ ლელა იმედაშვილი გვიპასუხა, რომ ეს საკრებულოს გადასაწყვეტია.
ირინა საჯაიამ ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის შესაძლო გამგებლობა გამორიცხა. მომავალი გამგებლობის შესახებ გავრცელებულ ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ინფორმაციას ლელა იმედაშვილიც უარყოფს:
_ ნამდვილად არ განიხილება ჩემი კანდიდატურა ჩოხატაურის გამგებლის პოსტზე. ჩემთან ამ საკითხზე საუბარიც არ ყოფილა, _ გვითხრა იმედაშვილმა.
მართალია, ოფიციოზი ამ იმფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლელა ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობას ერთ თვეში შეუდგება.
რაც შეეხება მოქმედ გამგებელს, როგორც წყარო ამბობს, გია გიორგაძე ერთ-ერთ რეგიონალურ სამსახურს უხელმძღვანელებს ან გამგებლის მოადგილის პოსტს დაუბრუნდება.
“გურია ნიუსის” წყაროს ცნობით, გიორგაძესთან ხელისუფლებას მხოლოდ ერთი პრეტენზია აქვს _ მას დამთმობ ხასიათს უწუნებენ.