ვაშლი კარგად ინახება მშრალ სილაში. ასევე შეიძლება შევინახოთ მშრალ სარდაფში, თაროზე დაფენილ ჩალაში ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. მსხალს წყვეტენ დაუმწიფებელს და დებენ ჭურჭელში შემდეგნაირად: ჭურჭელში ასხამენ გამოხდილ წყალს, შუაში დგამენ რკინის ფეხებიან ფირფიტას, რომელიც წყლის დონეზე მაღლაა და ამ ფირფიტაზე ათავსებენ მსხლის მთელ მარაგს.
ვაშლი და მსხალი ასევე კარგად ინახება ბამბის ქსოვილში, რომელიც აჩერებს დამწიფებას.
ყურძენი კარგად ინახება ნახერხში. ნახერხი იყრება ყუთში, ლაგდება ყურძენი,შემდეგ ზევიდან ეყრება ნახერხი და ასე ვაგრძელებთ ყუთის შევსებამდე.