სუფრასთან დაჯდომამდე რამდენიმე საათით ადრე, დალიეთ 50 გრამი არაყი. ის მოამზადებს თქვენს ორგანიზმს ალკოჰოლის მისაღებად.
სუფრასთან დაჯდომამდე 20-30 წუთით ადრე, მიირთვით მაგარი ჩაი ან ყავა (ჩაი პიტნით, ყავა ლიმონით).
დილიდან ჭამეთ რომელიმე ცხიმიანი კერძი, კარაქი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი. ეს ხელს შეუშლის ალკოჰოლის ზემოქმედებას ორგანიზმზე.
ფაფები ხელს უშლის ალკოჰოლის სისხლში გაწოვას; ეს სიმთვრალის დონეს ამცირებს. ჭამეთ ფაფა სუფრასთან დაჯდომამდე.
დალიეთ მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ აურიოთ ერთმანეთში სუსტი და მაგარი სასმელები.
არ დაიწყოთ შამპანურით. გახსოვდეთ, რაც უფრო ტკბილია სასმელი, მით უფრო ძნელი მოსანელებელია.
თუ სვამთ სპირტიან სასმელს, ყოველი ჭიქის შემდეგ, მიაყოლეთ საჭმელი.
მეორე დღეს:
დილიდან მიირთვით ლიმონიანი და პიტნიანი ჩაი ან ყავა; მიირთვით მინერალური წყალი, კომბოსტო ან კიტრის მწნილი; საუკეთესოა ცხელი, წვნიანი კერძები.
კიდევ უფრო უკეთესი სასმელის ზომიერი მიღებაა!