საარჩევნო წელს, ხელისუფლებამ სოფლის რწმუნებულებისთვის ხელფასების გაზრდა გადაწყვიტა. როგორც გავიგეთ, იმ სოფლის რწმუნებულს, სადაც 1 000 სულზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მარტიდან ხელფასი 700 ლარი ექნება, ხოლო 1 000 სულზე ნაკლებმოსახლეობიან სოფლის რწმუნებულს _ 600 ლარი. თუმცა, ჩვენი წყაროს თქმით, არ არის გამორიცხული, ყველა სოფლის რწმუნებულს ხელფასი 700 ლარი გაუხდეს.
წყაროს თქმით, ხელფასების გაზრდამდე, ყველა სოფლის რწმუნებულს იმ პირთა სიის შედგენა დაავალეს, რომლებიც მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ” ნაციონალურ მოძრაობას” მისცემენ. წყაროს ამბობს, რომ, დავალების თანახმად, ” ნაციონალებმა” თითო სოფლიდან 500 ხმაზე ნაკლები არ უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურის დატოვება მოუწევთ.