ხეხილის მყნობისათვის თებერვლიდანვე უნდა მოვემზადოთ, ყველა ხეხილი, რაც ჩვენთან მოდის, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მყნობით იოლად მრავლდება, ამისათვის საჭიროა, ავიღოთ სამყენი კალმები, თებერვალში, ახალ მთვარის ფაზაში, როცა მთვარე სამი დღის შეცვლილია.
კალმები უნდა იყოს ჯანსაღი. მათი შერჩევა აუცილებლად სამზეური მხრიდან ხდება. იკვრება კონებად, ეწერება ჯიშის დასახელება, იფუთება პოლიეთილენში კარგად, რომ, რაც შეიძლება, ნაკლები ჰაერი შევიდეს, ინახება ნოტიო სილაში ჩაფლული ხის ყუთში ან რაიმე ისეთ ჭურჭელში, რომელსაც ფსკერი დახურული არ ექნება. ვდებთ სარდაფში ან მოხერხებულ გრილ ადგილას.
ჯაბა ჭეიშვილი, ასოციაცია “ელკანას” კოორდინატორი გურიის რეგიონში