https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კონტროლის პალატა “ნაციონალური მოძრაობის’’ დარღვევებს არ განიხილავს!

17:03; 7.03.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ყველაზე მარტივი ჭეშმარიტება, რაც ნებისმიერი კანონის შესახებ უნდა ვიცოდეთ, ასეთია _ “კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი და თანაბარუფლებიანნი ვართ!”

ეს დადგენილი წესი, კონტროლის პალატისთვის, როგორც ჩანს, არც ბუნებაში არსებობს და არც პრაქტიკაში მოქმედებს. ის, რის გამოც სჯიან პეტრეს, აბსოლუტურად ნებადართულია პავლესთვის. იურიდიულ ენაზე ამ ყველაფერს შერჩევითი სამართალი ჰქვია.

კონტროლის პალატას, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უპრეცედენტოდ დიდი და ამავდროულად, კონსტიტუციის ჩარჩოდან “ამოვარდნილი” უფლებამოსილება მიენიჭა.

სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში, 27 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “ქართული ოცნება” 200 000 ლარით დააჯარიმა. როგორც მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ” უკანონოდ გადარიცხული თანხის უკან გადარიცხვაზე უარი განაცხადა, რაც კანონის უგულებელყოფაა.

გავრცელებული ინფორმაციით, პალატამ კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე შეისწავლა შპს “ქართუ მშენებლის” თანამშრომლის, ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა “ქართული ოცნებისთვის” შემოწირულობის გახორციელების მართლზომიერების საკითხი; კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზე იყო იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით გახორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი.

კონტროლის პალატისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, “კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითა და კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე”, 20 თებერვალს, გაზეთ “გურია ნიუსში” გამოქვეყნდა შორენა ღლონტის სტატია სახელწოდებით _ “ნაციონალური მოძრაობის” “მზრუნველობა” ბიუჯეტის ხარჯზე!”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის” _ ასეთი წარწერა უმწეოთა სასადილოს, დაახლოებით 2012 წლის 17 თებერვლის 15 საათსა და 10 წუთამდე “ამშვენებდა”. აღნიშნულ ობიექტს ბიუჯეტი, მხოლოდ მიმდინარე წელს, 75 000 ლარით აფინანსებს.

მას შემდეგ, რაც “გურია ნიუსი” ამ აბრით დაინტერესდა და კომენტარისთვის ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოს პრესსამსახურებს მიმართა, მოულოდნელად, აბრა თვალსა და ხელს შუა გაქრა.

ჟურნალისტის კითხვას საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ ასეთი პასუხი გასცა: “როგორც გვაცნობეს, მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ამჟამად, მსგავსი წარწერით აბრა არ აქვს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობასთან სასადილოს კავშირს, შეგახსენებთ, რომ უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის, თავის დროზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით დაწყებული პროექტია”.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ეს პროექტი “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნოდა, სამართლის კოდექსში, საარჩევნო კოდექსსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ ორგანულ კანონში 2011 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნებისმიერი სახის ქველმოქმედება დასჯადია.

რადგან “ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ პოლიტიკურ სუბიექტად ითვლება, ბუნებრივია, დასჯადი უნდა ყოფილიყო მათი ქველმოქმედებაც.

აღნიშნული ფაქტის შესახებ “გურია ნიუსმა” 24 თებერვალს მიმართა კონტროლის პალატას. ჩვენ კონტროლის პალატის პრესსამსახურის წარმომადგენელს, ფატი მამიაშვილს სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნეთ სტატია, სადაც ზემოთქმულ ფაქტზე იყო საუბარი და მხოლოდ 2 კითხვაზე ვთხოვდით პასუხის გაცემას.

1. როგორ თვლის კონტროლის პალატა, აღნიშნული ფაქტით ადგილი აქვს თუ არა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის დარღვევას, რადგან ამ კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება საქველმოქმედო საქმიანობა და მას ეს ჩაეთვლება “ამომრჩეველთა მოსყიდვად”?

2. “ნაციონალური მოძრაობა” ამ ობიექტს პირდაპირ თუ არაპირდაპირ იყენებდა სააგიტაციოდ, რა სანქციას ითვალისწინებს მსგავსი ქმედება?

ორკვირიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გასაგებად მამიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გაგვიცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სასადილოები გლობალური საკითხია და ამასთან დაკავშირებით კონტროლის პალატა კონკრეტულ პასუხს ვერ გაგვცემდა. გვირჩია, თავად “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართეთო.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, უწყება, რომელსაც ზედამხედველობა ევალება და რეაგირებისთვის უნდა მივმართოთ, კონტროლის პალატაა და არა “ნაციონალური მოძრაობა”. ამის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, თავად კონტროლის პალატაში უნდა ფლობდნენ ინფორმაციას. მიუხედავად ამისა, “გურია ნიუსი” მაინც დაუკავშირდა ნაციონალურ მოძრაობას. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ რეგიონული პოლიტიკის თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ბალავაძეს.

კონტროლის პალატას ვთავაზობთ ამონარიდს ვახტანგ ბალავაძის ვრცელი ინტერვიუდან.

_ ბატონო ვახტანგ, თქვენ ამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია?

_ მე, უბრალოდ, კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი და ამიტომაც მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა. მუნიციპალური დაფინანსება თუ არის, ერთი ეგ ვიცი ასი პროცენტით, რომ ჩვენ არ გვაქვს მასეთი რაღაც, უფასო სასადილოებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რომ აფინანსებდეს. შესაბამისად, თუ არის მასეთი აბრა, არ უნდა იყოს ეგ აბრა.

_ თუ ბრძანდებით კომპიუტერთან, შემიძლია მოგაწოდოთ ფოტომასალა, სადაც აღბეჭდილია ეს აბრა და მითითებულია თარიღებიც. მოგეხსენებათ, დღეს ტექნიკა ამის საშუალებას იძლევა.

_ მე მჯერა თქვენი და ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ არ გინახავთ. უბრალოდ, მე არ ვიცი. ერთი გეუბნებით იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამასთან კავშირი არ აქვს. იმიტომ რომ, თავისთავად მუნიციპალურია. და მეორე, სად იყო ეგ აბრა გამოკრული ან რატომ იყო, მაგი არ ვიცი.

_ მას შემდეგ, რაც ამ აბრას “გურია ნიუსმა” სურათები გადაუღო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს კომენტარისთვის დაუკავშირდა, აბრა სასწრაფო წესით ჩამოხსნეს…

_ სწორად მოქცეულან, რა გინდათ.

_ სწორად და სამართლიანად მოქცევა იმ შემთხვევაში იქნებოდა, ეს აბრა კანონში ცვლილებების შეტანისთანავე ჩამოეხსნათ და არა ორი თვის შემდეგ, ჟურნალისტების ჩარევის შედეგად. არ მეთანხმებით?

_ სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მოვალეობას სწორედ ეგ არის. რომ ჩამოხსნეს, შედეგიც ხომ ეგ არის?

_ ვფიქრობ, სხვა, ნებისმიერ პარტიას გაცილებით მძიმე შედეგი დაუდგებოდა მსგავს შემთხვევაში…

_ მაგასთან დაკავშირებით თუ ვინმე თვლის, რომ არის გარკვეული დარღვევა, არსებობს გარკვეული ორგანოები, რომელთაც ზედამხედველობა ევალებათ და რეაგირებისთვის უნდა მიმართონ მას.

ისევე, როგორც ჩვენთვის, ვახტანგ ბალავაძისთვისაც ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მსგავს დარღვევებთან დაკავშირებით ზედამხედველობის გახორციელება კონტროლის პალატას ევალება.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით ფატი მამიაშვილს. გთავაზობთ მის სატელეფონო კომენტარს სრული სახით.

_ “გურია ნიუსიდან” გირეკავთ “ნაციონალური მოძრაობის” უფასო სასადილოსთან დაკავშირებით, იმსჯელა კონტროლის პალატამ ამ საკითხზე?

_ იცით რა, მე როგორც ვიცი, თქვენ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილესაც დაურეკეთ, რომელიც საერთოდ არ იყო არაფერ შუაში.

_ მოადგილეს “გურია ნიუსიდან” დაურეკეს სხვა საკითხზე, უფრო კონკრეტულად, საჩუქრების თემაზე. მე გირეკავთ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ქველმოქმედების გზით ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ დავუკავშირდით ამასთან დაკავშირებით ვახტანგ ბალავაძესაც, რომელმაც განაცხადა, რომ ეს აბრა ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო გამოკრული და რეაგირებისთვის გადმოგვამისამართა თქვენთან.

_ იცით, რაშია საქმე? ჩვენ მაგ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს… რასაც ეხლა გეტყვით, გინდათ პოზიცია დაარქვით და გინდათ, რა ვიცი, განწყობა. როცა რამე ხდება კონტროლის პალატაში, გამოგვაქვს ბრიფინგზე. ძალიან მოულოდნელადაც და ზოგჯერ დაუგეგმავადაც ნათია მოგელაძე აკეთებს განცხადებას და ეს მომენტალურად დევს კონტროლის პალატის საიტზე. კონკრეტულ საკითხებზე არ კეთდება კომენტარები იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მეც მიჭირს ჩემი თანამშრომლების ნახვა. სულ არის შეხვედრები. ამიტომ თუკი რაიმე იქნება, არ დამვიწყებია, გადაცემული მაქვს, მაგრამ არ კეთდება კომენტარები მოუცლელობის გამო და არა იმიტომ, რომ ვინმეს არ აძლევენ კომენტარს.

_ გასაგებია, მაგრამ არსებობს კიდევ გარკვეული ვადები, რომლის ფარგლებშიც უნდა მივიღოთ პასუხი ჟურნალისტებმა.

_ კი, რა თქმა უნდა, არსებობს ვადები. ეს მასალები გადაცემულია და თუკი რამე იქნება, შეგატყობინებთ. როცა მაგ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება, ჩვენ თვითონ გამოგიგზავნით. ამ ეტაპზე ეს შემიძლია მხოლოდ გითხრათ. კარგად ბრძანდებოდეთ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დღეს ახალი ფურცელი იშლება ქართული ავიაციის ისტორიაში

13:56; 6 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

“რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ახალი თანამშრომლები არ დანიშნულან” _ ჩოხატაურის მერია

12:45; 4 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ექსპრემიერის წერილი და გამოკითხვები: ვინ რას ამბობს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე

21:11; 3 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ახალი ინიციატივა: არასრულწლოვნებისთვის ე.წ. სქროლზე დგომა დარეგულირდება

10:04; 3 სექტემბერი, 2026

ნოზაძეს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალეს

სარვამარტო კონცერტი არ გაიმართება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო