თუ ბოსტნეულის მომზადება გადაწყვიტეთ:
_ ბოსტნეული გაასუფთავეთ (გათალეთ, დაჭერით) უშუალოდ მომზადების წინ, თორემ ბევრი ვიტამინი დაიკარგება.
_ მოსახარშად დაასხით ცხელი წყალი. ასე უფრო შეინარჩუნებთ ვიტამინებს.
_ ხახვი ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, თუ შეწვამდე მსუბუქად ამოავლებთ პურის ფქვილში.
_ სტაფილოს უკეთესი ფერი და გემო ექნება, თუ შეწვამდე ცოტა შაქრის პუდრს მოაფრქვევთ.
_ ლობოიოსა და სხვა პარკოსნებს მარილი მომზადების დასრულებისას ჩააყარეთ, ხოლო უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ხარშვისას რამდენიმე ჩაის კოვზი ზეთი ჩაუმატეთ.
_ კარტოფილი თავდახურული ქვაბში მოხარშეთ. ადუღებისთანავე ჩაყარეთ მარილი.
_ ხარშვისას კარტოფილს კანი რომ არ დაუსკდეს, ჩანგლითY2-3 ჩაჩხვლიტეთ.
_ კარტოფილი ხარშვისას რომ არ ჩაიშალოს, ადუღებისთანავე გადაღვარეთ წყლის ნაწილი; დატოვეთ იმდენი, რომ ნახევრად ფარავდეს.
_ მოხარშული კარტოფილი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ხარშვისას ცოტა ზეთს ან მარგარინს ჩაუმატებთ.
_ კარტოფილის შეწვა გადაწყვიტეთ? დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, კუბიკებად, ან როგორც გსურთ. გადაავლეთ მდუღარე წყალი და გააშრეთ ტილოში. მშრალი კარტოფილი ჩაყარეთ კარგად გაცხელებულ ზეთში. შეწვით საშუალო ცეცხლზე. მარილი მომზადების ბოლოს უყავით, თორემ ნაჭრებს ფორმა დაეკარგება.
_ თუ ეჭვი გეპარებათ, რომ კომბოსტო ჭიანია, 15-20 წუთით მოათავსეთ ძმრიან-მარილიან წყალში. თუ იქ მართლა იყო ჭია, აუცილებლად გამოძვრება.
_ მოგიწევთ უარი თქვათ კომბოსტოს მურკის გამოყენებაზე, რადგანაც სწორედ მასში იყრის თავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნიტრატები.
_ ყვავილოვანი კომბოსტო მხოლოდ მინანქრის ქვაბში მოხარშეთ, ჩაამატეთ ცოტა ლიმონმჟავა ან ძმარი, ასე უფრო თეთრი და გემრიელი გამოვა.
_ როდესაც წვნიანს ან ბოსტნეულის რაგუს ამზადებთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ბოსტნეული სხვადასხვანაირად იხარშება: პირველად ჩაყარეთ ჭარხალი, შემდეგ სტაფილო და თითქმის მაშინვე კომბოსტო, ბოლოს კარტოფილი; მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე _ მოთუშული ხახვი და სანელებლები.
_ პომიდორი წვნიანში კანგაცლილი უნდა ჩაამატოთ. კანს ადვილად გააცლით, თუ პომიდორს 2-3 წუთით ძალიან ცხელ წყალში ჩაუშვებთ.
_ ნუ იჩქარებთ პომიდვრის კანისა და ნარჩენების გადაყრას. ის არაჩვეულებრივად გაგისუფთავებთ ხელებს, რომლებიც ბოსტნეულის დამუშავებისას ჩაგიმუქდათ.
_ სალათებს, მომზადებისას, ჯერ მარილი მოაფრქვიეთ და შემდეგ მოასხით ზეთი; მარილი ზეთში არ გაიხსნება.
_ ბოსტნეულის ნახარშ წყალს ნუ გადაღვრით, მასში ბევრი ვიტამინი და მინერალური მარილია. უმჯობესია, წვნიანის მოსამზადებლად გამოიყენოთ.
_ დამჭკნარი ბოსტნეულის “გახალისება” ადვილია, თუ 1-2 საათით ცივ, ძმრიან წყალში ჩატოვებთ.