https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

    დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

    ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

    ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

    დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

    ირანის უზენაესი ლიდერი ლიკვიდირებულია

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რისი ღირსი არ იყო ხელისუფლება და ოპოზიცია

3:04; 19.04.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, “რესპუბლიკური” პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ კოალიცია ოქტომბრის არჩევნებს აუცილებლად მოიგებს და ისინი ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ. ბერძენიშვილი, კოალიციაში გურიის პოლიტიკურ კოორდინატორად დანიშნეს და როგორც ამბობენ, არჩევნებზე იგი ჩოხატაურში იყრის კენჭს. მასთან საუბარი, სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

_ ბატონო დავით, როგორც ვიცით, კოალიცია “ქართული ოცნების” გურიის პოლიტიკური კოორდინატორი ხართ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, ჩოხატაურში იყაროთ კენჭი.

_ ამაზე არ არის საუბარი, ამ ეტაპზე კანდიდატები არ არიან შერჩეულები. რაც შეეხება პოლიტიკურ კოორდინატორობას, მე უახლოეს ხანებში მექნება შეხვედრები სამივე რაიონის წარმომადგენლებთან ერთად და დავიწყებთ საქმიანობის დაგეგმვას, გასვლებს სოფლებში, შეხვედრებს რაიონულ ცენტრებში. ყველაზე მძიმე რეგიონი დღეს არის სამეგრელო. თავის დროზე ალასანიას იქ წასვლას დავარქვი მეორე პოლიტიკური ფრონტის გახსნა. მე ეს გამოცდილი მაქვს _ მშვენივრად მესმოდა, რას ნიშნავდა 2003 წელს, ასლან აბაშიძის მმართველობის პირობებში, ბათუმში საარჩევნო კამპანია ლოზუნგით _ “ბათუმი აბაშიძის გარეშე”. მე წავედი იქ ჩემს მეგობრებთან ერთად და გავხსენით მეორე პოლიტიკური ფრონტი, რამაც უზრუნველყო შევარდნაძე-აბაშიძის დამარცხება. ამჟამად ჩვენ რესურსი უფრო მეტი გვაქვს. ახლა მარტო მეორე ფრონტს კი არ ვხსნით _ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ფრონტებს ვხსნით. საქართველოს არც ერთი რეგიონი არ იქნება პოლიტიკური კოორდინატორების გარეშე. ზოგი მათგანი ამ რეგიონებში იყრიან კენჭს.

_ მათ შორის, თქვენ _ ჩოხატაურში?

_ მე ასე არ ვფიქრობ. ჩოხატაურში მე მაქვს ფესვები, ოზურგეთში _ ჩემს მეუღლეს. დაბადებული და გაზრდილი ბათუმში ვარ, ცხოვრების სამი მეოთხედი თბილისში ვცხოვრობ _ აი, ამ არჩევნიდან ერთ-ერთს გავაკეთებ.

_ კოალიციის მიერ რეგიონებში ახალ დანიშნულ კადრებთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა, წინააღმდეგობებია შიდა პოლიტიკურ სპექტრში. ალბათ, თქვენთვის ცნობილია ოზურგეთში არსებული დაპირისპირებების შესახებ. რისი ბრალია ეს _ იმის, რომ გურიაში პოლიტიკოსები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, თუ ის, რომ კონკრეტული კანდიდატურები გურიაში ადიკო ივანიშვილმა შეარჩია?

_ ბუნებრივია, ასე არ არის. ყველა ოფისის ხელმძღვანელი მტკიცდება პოლიტიკურ საბჭოზე. მანამდე მუშაობს ჯგუფი, რომელშიც ყველა პარტიის წარმომადგენელია. ლანჩხუთში და ჩოხატაურში საერთოდ არანაირი პრობლემა არ ყოფილა და შეთანხმებას მალე მივაღწიეთ. რაც შეეხება ოზურგეთს, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”, საპარტნიორო განწყობებმა იმატა ჩვენი პარტიების წარმომადგენლებს შორის და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ოზურგეთში, ოფისის ხელმძღვანელი, როგორც “რესპუბლიკელების”, ისე “თავისუფალი დემოკრატების” და სხვა პოლიტიკური შემადგენლობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად შევარჩიეთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ნორმალურად იმუშავებს. ჩემის მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ოზურგეთში “რესპუბლიკურ პარტიას” ხელმძღვანელობს ტიფო მიქატაძე, რომლის კვალიფიკაციაში არასოდეს, არავის ეჭვი არ შეჰპარვია და ტიფო არ წარგვიდგენია ჩვენ ოფისის ხელმძღვანელად, კანდიდატიც კი არ ყოფილა.

_ რატომ?

_ ვიზრუნეთ იმისთვის, რომ ნამდვილი სათანამშრომლო პირობები შექმნილიყო და ვფიქრობ, ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღეთ. ძალიან კარგი კანდიდატია შერჩეული ოფისის ხელმძღვანელად, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ერთად შტაბში, სადაც რამდენიმე კაცია ძალიან დიდი ფუნქციებით.

_ ხომ არ გულისხმობთ იმას, რომ “რესპუბლიკელებსა” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შორის, ოზურგეთში, სერიოზული დაპირისპირებაა. გინდათ თქვათ, რომ ამის გამო არ დაინიშნა არც ერთი პარტიის წარმომადგენელი?

_ ახლა არანაირი დაძაბულობა არ არის. როდესაც ჩვენ ცალ-ცალკე ვიყავით, იყო პარტიული ინტერესები, განსხვავებული ხედვები, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიქმნა კოალიცია, ხდება ურთიერთკომპრომისების გზით ოპტიმალური შედეგის მიღება და მე კმაყოფილი ვარ, რომ “რესპუბლიკელებმა” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” მოვძებნეთ თანამშრომლობის ეს ფორმა. გურიაში ჩვენ ძალიან მაღალ შედეგებს ველით. სამივე რაიონში ვიბრძვით გამარჯვებისთვის, როგორც სიით, ასევე მაჟორიტარულ ოლქებში. ვიცით, რომ არის რეგიონები, სადაც მაჟიროტარულ ოლქებში გამარჯვება უკიდურესად რთულია, ვიცით, როგორი წნეხია ზოგან. გურია, ამ თვალსაზრისით, სწორედ რომ იმ პირობების მატარებელია, რომ ჩვენ სამივე რაიონში სამივე მანდატი ავიღოთ.

_ ადასტურებთ თუ არა, რომ კოტე შარაშენიძე ადიკო ივანიშვილის კადრია?

_ ვერ გეტყვით ამას. მე ვიცი ჩემი პარტიის რაიონული ორგანიზაციის დამოკიდებულება მის მიმართ _ ძალიან კარგი დამოკიდებულებაა. როცა მე და დათო უსუფაშვილი მხარს ვუჭერდით კოტე შარაშენიძეს, უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებდით ტიფო მიქატაძის დამოკიდებულებას მის მიმართ. ბუნებრივია, ჩვენ პირველ რიგში ვეყრდნობით, ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიციას.

_ ადიკო ივანიშვილმა “გურია ნიუსს” დაუდასტურა, რომ შარაშენიძე მისი კადრია…

_ კარგი კადრი უპოვია. მე არ ვიცნობ ადიკო ივანიშვილს, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით მასზე. კოტე შარაშენიძე იყო ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი საკუთრივ ბიძინა ივანიშვილის პარტიის “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ნომინანტი და იმ პარტიაში საიდან გაჩნდა ეს კანდიდატურა, მე არ ვიცი. თუმცა, ის გაზიარებული იქნა პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ.

_ ბატონო დავით, თქვენ და ირაკლი ალასანია გასულ არჩევნებზე ერთ გუნდს წარმოადგენდით. მაშინ იმდენი ხმა ვერ აიღეთ, რამდენსაც ვარაუდობდით. ახლა რატომ ხართ დარწმუნებული გამარჯვებაში?

_ თბილისში რასაც წვდებოდა “ალიანსი”, კარგი შედეგი მივიღეთ _ ეს არ იყო ცოტა. ირაკლი ალასანიამ მერობის არჩევნებზე აიღო 85 000 ხმა. ეს რაოდენობა აღემატება 2002 წელს თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე სააკაშვილის, “ნაციონალური მოძრაობის”, “რესპუბლიკელების” და “კონსერვატორების” ბლოკის მიერ აღებული ხმების რაოდენობას. მაშინ ჩვენ ავიღეთ დაახლოებით 70 000 ხმა. ასე რომ, აბსოლუტური მაჩვენებლებით, როგორც ირაკლი ალასანიას, ისე “ალიანსის” ხმები თბილისში იყო მაღალი. რა თქმა უნდა ხელისუფლებამ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და ასევე მიიწერეს იმ ამომრჩევლის ხმები, რომელიც მათი არ იყო. თბილისს გარეთ ჩვენ მაღალი შედეგი ვერ დავდეთ იმიტომ, რომ იყო სრული უფინანსობა და ბევრი სხვა პრობლემის გამო, მხოლოდ თბილისში გავუწიეთ რეალური კონკურენცია ხელისუფლებას. რეალურად, ჩვენ სამი მაჟორიტარული _ ხიდაშელის, კაციტაძის და საგანელიძის ოლქები თბილისში მოვიგეთ, რომელიც წაგვართვეს. სხვაობა იმ ვითარებასთან შედარებით ახლა დიდია. ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილის პერსონალური რეიტინგი ძალიან მაღალია _ მისი ფაქტორი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის ფაქტორი ყოფილა. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ქართული დემოკრატიული ოპოზიციის შედუღაბება, რომელიც მანამდე ხან ახერხებდა და ხან ვერა გაერთიანებას. დღეს, ივანიშვილის კოალიცია პრაქტიკულად წარმოადგენს მთელ პოლიტიკურ ალტერნატივას საქართველოში.

_ თქვენი სიტყვების თანახმად, 2008 წელს დასავლეთმა სააკაშვილს ტყუილები “გაუპრავა”. როგორ ფიქრობთ, ახლაც იგივეს არ იზამს?

_ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად იქცეოდნენ დასავლელი დამკვირვებლები და მათი ხელისუფლებებიც. მაგალითად, 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში სულ არ შემდგარა. ხალხი არ მივიდა არჩევნებზე _ არც პატიაშვილს მოუგია და არც შევარდნაძეს, მაგრამ შევარდნაძეს ტყუილში მაშინ დაემოწმნენ. 2003 წელს, უკვე იმდენად მოყირჭებული იყო შევარდნაძე, რომ ტყუილში მას და აბაშიძეს დასავლეთი აღარ დაემოწმა და დაადასტურა ქართველი ხალხის არჩევანი, რომ პირველ ადგილზე ნამდვილად გავიდა სააკაშვილის, რესპუბლიკელების და კონსერვატორების ბლოკი. 2008 წელს, 7 ნოემბრის ფონზე, დასავლეთისთვის მოულოდნელად ჩატარდა არჩევნები. როცა ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა გამოაცხადა 6 იანვარს, დილით, ხაშზე, რომ სააკაშვილმა მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება, ბუნებრივია, ეს გახლდათ ცივი შხაპი ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ეს იყო ტყუილი. მაშინ დასავლეთი, როგორც ჩანს, არ იყო მზად, ასე სწრაფად მიეღო სააკაშვილის ალტერნატივა. დღეს სხვა ვითარებაა. ეს უფრო 2003 წლის ვითარებას წააგავს _ დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ, აუდიენციები ივანიშვილთან, ამ პოლიტიკური კოალიციის შემადგენლობა. დასავლეთში კარგად გვიცნობენ “რესპუბლიკელებსაც”, “თავისუფალ დემოკარტებსაც” და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აქ არიან. დღეს შესაძლებლობებიც გაცილებით მეტია. ამ წუთებში (საუბარი ჩაწერილია 17 აპრილს) თინა ხიდაშელი ჰაერშია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიფრინავს, დავით უსუფაშვილი, ალბათ, უკვე ევროპაშია _ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ირაკლი ალასანიაც ბევრს დადის. ივანიშვილის ფაქტორმა შესაძლებელი გახადა, უკეთ ვიმუშაოთ ევროპის და ამერიკის დედაქალაქებში ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან, პოლიტოლოგებთან, ლობისტურ ჯგუფებთან. თუ აქამდე მხოლოდ სააკაშვილი, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე, დაიქირავებდა ხოლმე ლობისტები, ახლა ივანიშვილსაც ჰყავს ლობისტური სტრუქტურები. ეს არის ღია ურთიერთობები, მაგრამ, რამდენიც უნდა გადაუხადო ვერანაირი ლობისტი ვერ გიშველის, თუ შენ სიმართლე არ გაქვს მისატანი ამერიკის კონგრესში, სენატში ან სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ლობისტებიც კარგი გვყავს, მაგრამ მთავარია, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ამ და სხვა ბევრი ფაქტორის, უპირველესად, ივანიშვილს ფაქტორის გათვალისწინებით, უკვე ვუგებთ დასავლურ ფრონტზე სააკაშვილს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა შიდა ფრონტზე, არა მარტო თბილისში, არამედ ყველა რეგიონის მასშტაბით დავამარცხოთ ხელისუფლება. ძალიან მაღალი შანსია ხელისუფლების ცვლილების _ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამომრჩეველი განწყობილია სააკაშვილის დასამარცხებლად. ეს სარჩევნო პოლიტიკური მანქანა, “ქართული ოცნების” ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა იყოს ადეკვატური და შემძლე, რომ ხალხის განწყობა აქციოს საარჩევნო უბნებში მიღებულ უპირატესობად. ამდენი ხნის განმავლობაში, პოსტსაბჭოთა საქართველოში არც ერთი ხელისუფლება არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ღირსი და ტოლფასი. ასევე არ იყო ამის ღირსი არც ერთი ოპოზიცია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ახლანდელი კონფიგურაცია აღმოჩნდება ამის ღირსი ახლა _ როგორც ოპოზიცია და ოქტომბერში _ როგორც ხელისუფლება.

_ განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ოქტომბერში ოპოზიცია საკუთარი ხმების დაცვას მოახერხებს?

_ მოვახერხებთ ისე, როგორც 2003 წელს მოვახერხეთ, როგორც 1990 წელს “მრგვალმა მაგიდამ” მოახერხა.

_ რევოლუციას ხომ არ წინასწარმეტყველებთ?

_ არა.

_ 2003 წელს ხომ რევოლუციით დაიცავით ხმები?

_ არავითარი რევოლუცია არ ყოფილა. იყო ხმების დაცვა და ამაში საგარეო ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი.

_ და რამდენიმედღიანი ქუჩის აქციები…

_ ჩვენ ვემზადებით მოსაგებად. არჩევნებში გამარჯვებისთვის ზვიად გამსახურდიამაც, სააკაშვილმაც გამოიყენეს აქციები, თუმცა, ხელისუფლება აქციებით არ შეცვლილა _ ხელისუფლება შეიცვალა საარჩევნო ურნასთან. ჩვენ საარჩევნო უბნებით უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. მან რომ დააპიროს გაყალბება, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს. მთავარია, ჯერ მივიღოთ ეს ხმები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

x
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები

09:22; 1 მარტი, 2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

09:03; 1 მარტი, 2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13:34; 28 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული

11:40; 28 თებერვალი, 2026

ამერიკელი სენატორები ქართული მედიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ

ამერიკელი კონგრესმენი საქართველოზე სპეციალური ღონისძიების დაგეგმვას აპირებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12:25; 1.03.2026
მსოფლიო

ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

11:50; 1.03.2026
სამართალი

ავტომობილის ჩხრეკის შედეად პოლიციამ ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

10:30; 1.03.2026
სამართალი

თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

10:26; 1.03.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

10:23; 1.03.2026
ზაფრანი

„ხელწერილი“

10:15; 1.03.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:02; 1.03.2026
სამართალი

ავტომობილში კაცი უგონო მდგომარეობაში ჩავარდა და გარდაიცვალა

9:40; 1.03.2026
ზაფრანი

„მოდის, მოდის გენიალური სესილია…“

9:30; 1.03.2026
x
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივი გზით დაიცვან საკუთარი უფლებები

9:22; 1.03.2026
საზოგადოება

გზების დეპარტამენტი: რიკოთის მიმართულებით გარკვეული სახის ტრანსპორტისთვის აკრძალვები დაწესდა

9:15; 1.03.2026
ზაფრანი

რა კურიოზი გადახდა თავს ანსამბლ “ფაზისს”

9:13; 1.03.2026
პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილებაში, რაც გამოქვეყნდა სანქციებთან დაკავშირებით, პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიიღეს ვარაუდების თუ ეჭვების საფუძველზე

9:03; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელში მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, განგაშია

8:45; 1.03.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანის საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე: ცხადია, ეს ახლა ბევრად უფრო ადვილია

8:40; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო