დღეს, 4 მაისს, 17:00 საათზე ალ. ყაზბეგის # 42-ში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა, მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრა იქნება. “სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია” ითხოვს პასუხებს, ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც ზურაბ დელიანიძის და ბოლო ესრთი წლის განმავლობაში 143 გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას უჩნდება.