https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მაგათი დენიც არ მინდა _ ტელევიზიებისგან მაინც დავისვენებთ!”

3:05; 9.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ არ დავინახავდი და ვერ გავიგონებდი მაინც ტელევიზორში ამდენ ტყუილს, ან ყველა არხზე ყოველ წუთს პრეზიდენტი როგორ უნდა იყოს?!” _

უთხრეს “გურია ნიუსს” მელექედურში.

ადგილობრივი მცხოვრებლები გაზის შემოყვანას ითხოვენ, მაგრამ იმასაც დასძენენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურს, ისევე როგორც ყველა სოფელს, ბიუჯეტი არ აქვს და რომელიღაც ფირმის შეპირებულით საქმე არ კეთდება, ან უსაშველოდ აგვიანდება: _ წყალი და გზაც სანატრელია ჩვენთვის, ჩვენს ხელისუფლებას ოზურგეთი საერთოდ დავიწყებული აქვს, _ შემოგვჩივიან ისინი. განსაკუთრებით, ბოლო დროს მელექედურის საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდება შეთითხნეს: _ თითქოს, პრობლემები გვაკლდა, ახლა ამ წესიერ ქალს დაეტაკნენ, _ აცხადებენ “გურია ნიუსთან” საუბარში მელექედურის მცხოვრებლები

_ მე მაინც ვერ მოვითმენ, სკოლასთან დაკავშირებით რომ არ ვილაპარაკო. ეს იყო უსინდისობა, რაც ნათელა თოხაძეს გაუკეთეს, მაგრამ რა აზრი აქვს თქმას? აქ სამართალი არ არსებობს, განწყობის და პირადი სიმპათიების მიხედვით მიხვალ რამდენიმე გაჭირვებულთან, მაგრამ რა, აქვს რაიმე შედეგი? ჩემი მეზობელი, რამდენიმე წელია, დავარდნილია, არანაირი დახმარება არ მიუღია. თენდება და ღამდება, მეტი არაფერი.

_ რა უნდა ხდებოდეს ამ სოფელში კარგი და ახალი? სხვაგან თუ იგივე ხდება და წინსვლა არაა, მელექედურში საიდან იქნება უკეთესი ცხოვრება? ჩვენთან უკუსვლა და ნგრევა უფრო მეტია, შენების არაფერი ჩანს. ერთი ეკლესიის აშენება დავიწყეთ და ისიც მიატოვეს. ადამიანებს იმდენი პირადი პრობლემები აქვთ, სოფლის პრობლემებისთვის ვის სცალია? მატერიალური პრობლემები, უმუშევრობა, უსახსრობა წელში წყვეტს ხალხს.

_ რა ხდება სოფელში საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით?

_ მიშას ვაუჩერით კი დახნავენ ფართობებს. მე შენ გეტყვი და არ გვეყოფა თუ რა?!

_ აი, ნახეთ, ახლა ლაო ჩაის ვკრეფთ. 14 თეთრს გვაძლევენ კილოგრამში და ასე გაგვაქვს თავი. გავერანებულია პლანტაციები, არ სჭირდება აღარავის, ფაბრიკები აღარ მუშაობს. აქ მარტო ტურების კივილი ისმის, _ ამბობს მელექედურის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე, _ ჩვენ, სკოლის მოსწავლეები ვკრეფთ ჩაის. მე, მაგალითად 6 წელია, ასე ვმუშაობ. ბავშვობაა ეს?

ახლა 16 წლის ვარ. არავინ მყავს სახლში, დედის გარდა. მეცოდება, მარტომ რა უნდა ქნას? არანაირი სხვა შემოსავალი არ არის, არც სამუშაოა. არ მუშაობს დედაჩემი. მოგვცეს 30-ლარიანი ვაუჩერი _ ესაა სულ ჩვენი ქონება.

_ შენსავით შენი თანატოლებიც მუშაობენ?

_ ვისაც გაუჭირდა, კი. ძალიან ბევრი არ თაკილობს. მუშაობა არასდროს ყოფილა სათაკილო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბავშვის საქმე. მე სხვა ბავშვებივით ლაღი ცხოვრება არასდროს მქონია. მელექედურში ასეა _ მგონი, ყველაზე ღარიბი სოფელია.

_ სოფელში იმდენ გაჭირვებულ ოჯახს ნახავთ, ვისაც სოციალური დახმარება ეკუთვნის და არ აქვთ, გაგიკვირდებათ. ახლა ერთი კილოგრამი ჩაი 14 თეთრი ღირს, თუმცა, იყო დრო, როცა 7 თეთრად ვკრეფდით. არც საყანე ფართობებია მწყობრში, წყალს მიაქვს. არაფერი კეთდება, რა უნდა გითხრათ, თქვენ არ ნახეთ სოფლის ცენტრი? ქუჩები? გზები? მე მგონი, ხალხს აღარაფერს უნდა ეკითხებოდეთ, ყველაფერს ხედავთ.

_ თქვენმა რწმუნებულმა გვითხრა, რომ სოფლის პროექტებით მიხედა საყანე ფართობებს, არხებს, არ არის მართალი?

_ ვინ თქვა? მაგას რამდენი ხანია, აკეთებენ და ნახეთ, თუ არის გაკეთებული.

_ ისეთი ქალბატონი მოხსნეს სკოლის დირექტორობიდან, ქვეყანაზე არაფერი რომ არ დაუშავებია. ასეთ ადამიანებს უნდა უფრთხილდებოდნენ, სანთლით საძებარია ასეთი ქალები, ასეთი მასწავლებლები. ოპოზიცია ხარო, აბრალებენ.

_ შევარდნაძე და მისი ჩაბნელებული ქვეყანა მერჩია დღევანდელ ცხოვრებას, მაგენი რომ იძახიან, დენი მოგეცითო, არ მინდა მასეთი დენი, არ დავინახავდი და ვერ გავიგონებდი მაინც ტელევიზორში ამდენ ტყუილს, ან ყველა არხზე ყოველ წუთს პრეზიდენტი როგორ უნდა იყოს? გვამადლიან გზა გაქვთ და შუქიო, გვაჩვენეთ, გზა სადაა? შუქია და ქარის ერთ ამოვარდნაზე ქრება.

_ ჩემი მეუღლე დათო კურტანიძე იყო ავღანეთის ომის ვეტერანი. იმ ბიჭებს, ვინც იმ დროს იბრძოდა ომში, სამარცხვინოდ, 22 ლარი აქვთ დანიშნული. თუ შეიძლება, რომ იყოს განსხვავება, ან მეტი დახმარება ჰქონდეს? იქნებ, მივიდეს პრეზიდენტამდე ეს ამბავი და მიაქციოს ყურადღება.

_ მასწავლებელი ვიყავი, არც პოლისს ვიღებ და არც სოციალურ დახმარებას. თვალზე სასწრაფოდ გასაკეთებელი მაქვს ოპერაცია, მაგრამ არ მაქვს საშუალება, არადა, ვბრმავდები. იქნებ, დამეხმაროს ვინმე, _ შემოგვჩივლა ლიანა გადახაბაძემ.

ნუნუ ღლონტი: _ ვარ მარტოხელა, 87 წლის. ფეხმოტეხილი ვწევარ, მეზობელი მივლის, არც ის ვიცი, ვის მივმართო, ერთი ძმისშვილი მყავს სახლში, ასჯერ ვიფიქრე, თავს ჩამოვიხრჩობ,-მეთქი, ძალიან მიჭირს.

ლალი კიკვაძე: _ მე ავადმყოფი მამა მყავს, 81 წლისაა. დახმარება გვინდა, ვის მივმართოთ, ისიც კი არ ვიცით. საავადმყოფოები აშენდა, მაგრამ ფული არ გვაქვს და შიგ ვინ შეგვიშვებს? იძახიან, საქმე კარგადააო, ჩვენთვის კი არაფერი გამოსწორებულა, მუდამ გასაჭირია.

ლ. მხეცაძე: _ ძალიან გთხოვთ, ჩამობრძანდით, შეამოწმეთ როგორ ვცხოვრობ, თქვენ ხომ ჭამეთ დღეს საჭმელი? მე არაფერი არ მიჭამია, შვილიშვილიც კი უჭმელი მყავს, ზღვის სეზონზე პლაჟს ვხვეტავდი, ქმარიც, შვილიც და რძალიც უმუშევარია, ავადმყოფი ვარ, სამჯერ ნაოპერაციევი, ჩემი ქმარი ონკოლოგიური ავადმყოფია, მეტი უბედურება რა უნდა მჭირდეს?

ჯემალი ცეცხლაძე: _ ხომ გამოიარეთ ცენტრი? ნახეთ, გზა რა მდგომარეობაშია? უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა; ხალხს ყანის დათესვის პირობები არ აქვს, საიდან მოვიტანო მე, პენსიონერმა 35 ლარი 1000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის დასათესად? მომცეს 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც, დაახლოებით, 14 ლიტრი საწვავის ყიდვა შეიძლება, რაც 1 000 მეტრსაც არ ყოფნის. არაფერი მელექედურში არ გაკეთებულა, ყველაზე ღარიბი სოფელია, ხარობს ჩაი და გვიმრა. შარშან ფართობები მოსახლეობამ დაუთესავი დატოვა, წელს უარესი იქნება _ სათესლე სიმინდი არ აქვს ხალხს. კაცი არაა პატრონი ამ საგაზაფხულო სეზონზე.

_ ძალიან ცუდად ცხოვრობს მოსახლეობა, მშიერია ხალხი, რომ მოიაროთ მთელი სოფელი, ერთ ლარს ვერ მოგცემს ვერავინ, აღდგომას ქათამი არ დაუკლავთ, დაიჯერებთ?

_ ჩვენ, რამდენიმე თვის წინ ვიყავით მელექედურში და თქვენმა სოფლის რწმუნებულმა გვითხრა, რომ აქ ცხოვრება გაუმჯობესებულიაო…

_ გაუმჯობესებული? ოჯახის წევრები უმუშევარი მყავს, პენსიას ავიღებ, ჩავალ ბაზარში და ხორცს ვერ ვყიდულობ, თვეში ერთხელ შვილისთვის ხორცი არ უნდა იყიდო?

_ სოფლის პროექტებს თუ იცნობთ და რა კეთდება?

_ მე არაფერი ვიცი, ნახეთ, ჰკითხეთ სხვებს. იქნებ, ვინმემ იცის რამე? გზა ჩვენთან არაა, ცენტრი დანგრეულია, რაღაც მონაკვეთი გააკეთეს ხიდთან და ისიც ამოყრილია. ჩააწებეს მერე რაღაც. სხვა რაში დაიხარჯა თანხები, არ ვიცით. ან რაა 25 ათასი ლარი? ეს არის, დაახლოებით, 20 მანქანა ხრეში. არც გაზია, არც გამრიცხველიანება და არც გზა. ჩვენ იმას არ ვამბობთ, სააკაშვილი მოვა და საჭმელს გვაჭმევსო, მაგრამ ეს სამი უმთავრესი რამ 21-ე საუკუნეში სოფელში არ უნდა იყოს?

_ რის გამო გაათავისუფლეს სკოლის დირექტორი, უპატიოსნესი, განათლებული, ჭკვიანი ქალი? საუკეთესო პედაგოგს, დაფასებულს, რომელმაც მასწავლებელთა და დირექტორების გამოცდები ჩააბარა, ასე უნდა მოექცე? სოფელი აღშფოთებულია და ფეხზე დგას. ბნელა? _ ამბობენ მელექედურელები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებული გაგა ცხომელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, მელექედურის მოსახლეობა ნამდვილად უკეთესად ცხოვრობს.

_ ბატონო გაგა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვიყავით მელექედურში და თქვენ გვითხარით, რომ აქ ცხოვრება გაუმჯობესებულიაო, ახლა ისევ აქ ვართ და ხალხი კვლავ ძალიან უკმაყოფილოა, განსაკუთრებით, საგაზაფხულო სამუშაოებზე დარდობენ.

_ ყველაფერი ერთად არ იქნება. მუნიციპალიტეტში 28 სოფელია და ყველა სოფელში პრობლემების თანმიმდევრულად გადაჭრა ხდება. ამ წელში არის ჩვენი სოფლის რიგი (?!) და დაიწყება გამრიცხველიანება. რაც შეეხება გზას, ეს არ არის მარტო მელექედურის პრობლემა.

_ კიდევ ერთხელ გეკითხებით, როგორ ცხოვრობს მელექედურის მოსახლეობა?

_ მეტ-ნაკლებად კარგად. ყველა სოფელშია გაჭირვებული მოსახლეობა. წინა წლებთან შედარებით, უკეთესობაა ნამდვილად და რა მხრივ, აგიხსნით _ შუქის პრობლემა არ გვაქვს, ეს გამოსწრებულია, მალე დაიწყება გამრიცხველიანება. ბევრი ოჯახი პენსიაზეა დამოკიდებული და თავს კი ირჩენენ. იცით, რომ პენსიები გაზრდილია, არის დასაქმებული ახალგაზრდები, სადაც მშენებლობებია.

_ სად?

_ ოზურგეთში.

_ დაგვისახელეთ ერთი სამუშაო ადგილი ოზურგეთში, სადაც მელექედურელები მუშაობენ.

_ მელექედურელები?! კი, არის ასეთი ადგილები, ასე კონკრეტულად არ ვიცი. თუ ადამიანს მუშაობა უნდა, არის მშენებლობები და შეუძლია, იმუშაოს. მივიდეს და მონახოს სამსახური(?).

_ აქაურები ამბობენ, რომ სოფელში არაფერი გაკეთებულა.

_ როგორ არ გაკეთდა? რაც გაკეთდა, ხალხის არჩევით გაკეთდა, მათი მოთხოვნის და გამოკითხვის საფუძველზე. 25 ათასი ლარი რამდენს უნდა ეყოს? რასაც ეყო, ის გავაკეთეთ. ნამდვილად გავაკეთეთ.

_ აი, მაგალითად, ერთ-ერთ უბანში დაჭაობებული ადგილები გვაჩვენეს, დახმარებას ითხოვენ…

_ არ გვეყო თანხები იმისთვის, რომ ეგ პრობლემა მოგვარებულიყო. 25 ათასად რამდენი რამ უნდა გაგვეკეთებინა?

_ სოფლის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ მელექედურს პატრონი არ ჰყავსო. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

_ პატრონი როგორ არ ჰყავს?!

_ ვინ? თქვენ?

_ ნუ, ახლა მარტო მე რა შუაში ვარ. სხვებიც.

_ რა ხდება საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით?

_ მაგასთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრა. გვყავს ორი ტრაქტორი დარეგისტრირებული, სახელი და გვარი რად გინდათ, რომ გითხრათ, არის ინდმეწარმე და ჩვეულებრივად ხვნა-თესვის ვაუჩერით დახნავს, მოემსახურება სოფელს.

_ მოსახლეობაში ამბობენ, რომ ტრაქტორი არ არის სოფელში.

_ რატომ არ გვყავს?! გვყავს. დიდი ტრაქტორიც გვყავს და პატარაც.

_ სკოლის დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ ეს იყო გენინსპექციის გადაწყვეტილება, რომლის საქმიანობაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მან მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინათ ნათელა თოხაძე.

_ რატომ, ოპოზიციონერია?

_ არანაირად. ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ არც მე და არც არავინ. ვერ წარმომიდგენია, რომ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე, საჯარო სკოლის დირექტორი იყოს ოპოზიცია.

_ სახელმწიფომ ოპოზიციონერისაც არ არის? ისე, გაჭირვება ხალხს კრიტიკულ განწყობაზე აყენებს…

_ სოფელი 10 და 15 კაცით არ განისაზღვრება. ოპოზიცია რომ იყო სკოლის დირექტორი, იმიტომ გაუშვეს(?!). სოფელს იმიტომ თვლიან ოპოზიციურად, რომ წინა არჩევნებზე გაიმარჯვა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა. მომავალში რა იქნება, წინასწარ ვინ იცის?

_ ვნახეთ ძალიან ბევრი გაჭირვებული ოჯახიც, ერთმა მელექედურელმა გვითხრა, რომ ორი დღეა, საჭმელი არ უჭამია.

_კი, არიან ასეთებიც. მე მოვიკითხავ ოჯახებს და შუამდგომლობას გავუწევ, რომ ამ ეტაპზე ერთჯერადი დახმარება მაინც მიიღონ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჩოხატაურის ხელისუფლება ახალ ნაყიდ ავტომანქანას მალავს

ბოლოს და ბოლოს, რა არის "ენერგო-პრო ჯორჯიას" საქმე?!

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო