“ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ეს ცვლილება პირდაპირ კავშირშია მოახლოებულ არჩევნებთან.
მისივე თქმით, გადაწყდა ის, რომ გამოიკვეთა ლიდერები ანუ “ქართული ოცნების” ლიდერი იქნება ბიძინა ივანიშვილი. “თუმცა ეს გამოკვეთილი არ არის, ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ის სიის პირველი ნომერი, თუმცა ის რჩება ამ კოალიციის ფორმალურ ლიდერად. ხელისუფლების მხრიდან ჩანს, რომ სიის პირველი ნომერი იქნება მერაბიშვილი და იქნება მესამე პოლიტიკური ძალა, ეს არის “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, რომლის სიის პირველი ნომერი იქნება გიორგი თარგამაძე, “_ განაცხადა ვეფხვაძემ.
_ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი შიშობდა, რომ ვანო მერაბიშვილი ოპოზიციაში არ გადასულიყო და ამის გამო პრეზიდენტმა ის უფრო ახლოს დაიყენა.
_ არა, არა ეს არის აბსურდი. მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის დიდი სხვაობა არ არის, ეს ფაქტობრივად ერთი და იგივეა. სხვა რამეზეა აქ საუბარი. როგორც ჩანს, მერაბიშვილის წინ წაწევით ის კვლევები, რომელიც ბოლო პერიოდში ტარდება და რომელიც ადასტურებს, რომ გარკვეული პოზიტივი რაც შეიძლება ხელისუფლებას ჰქონდეს, ეს არის კორუფციის ნაკლებობა (პატრულში), უნდათ, რომ გამოიყენონ. მაგრამ, ეს არის დაახლოებით იმაზე საუბარი, რომ ხვალ სააკაშვილის პრესპექტივა არის ფაქტობრივად დასრულებული. პრემიერ-მინისტრობის ამ კანდიდატურით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დასრულდა.