თეატრალური მოედნის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, სულ 3-4 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც იქაურობას საგულდაგულოდ ალაგებდნენ. როგორც გავარკვიეთ, “ქართული ოცნების” საორგანიზაციო ჯგუფის წევრები იყვნენ. მათ ვინმე გია ხელმძღვანელობდა, რომელმაც “გურია ნიუსთან” გვარისა და სტატუსის დასახელება არ ისურვა.
_ ბატონო გია, ხვალისთვის ემზადებით, ეტყობა და ეს ყველაფერი, რაც კეთილმოწყობისთვის გაქვთ მოტანილი, თქვენია თუ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გათხოვათ?
_ ყველაფერი, რასაც ხედავთ, ჩვენია, ადამიანებიც “ქართული ოცნების” წევრები არიან.
_ გამგეობა რამეში გეხმარებათ?
_ კი, ჩვენი მოგროვილი ნაგავი მანქანით გააქვთ…
“ქართულის ოცნების” “შაბათობა” შაბათს საღამოს
ეს ადგილი უკვე დასუფთავებულია
ეს ადგილი კი ჯერ კიდევ დასასუთავებელია
ნაგვის გატანაში “ქართულ ოცნებას”
მცხეთის კეთილმოწყობის სამსახური ეხმარება
საღამოს, მცხეთისკენ
“ქართული ოცნების” მანქანების კოლონა გაემართა