“ორი დღე ვიყავი დუშეთში და წინა დღეებში, დადიოდნენ სოფლის რწმუნებული, სკოლის დირექტორი, ნაციონალების აქტივისტები და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, _ არ გამოხვიდეთ აქციაზეო. უფრო სწორად, ჩართული ჰყავდათ ამაში ადგილობრივი სკოლის დირექტორიც. ერთ-ერთ შეხევედრაზე, შორიდან მანქანით გვაკვირდებოდა ადგილობრივი გამგებელი და სკოლის დირექტორი. ეს ხალხი დადიოდა წინა დღეს და აფრთხილებდნენ, რომ არ გამოსულიყვნენ. ხალხს ამის გამო შიში ნამდვილად ჰქონდა თავიდან, მაგრამ ახლა შეცვლილია სიტუაცია. ყოველ შემთხვევაში, განწყობა არის ოპოზიციური და ოპტიმისტური, _ განაცხადა მანანა კობახიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved