https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფერისცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე

4:08; 6.08.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

16 დღეში, საქართველოს პრეზიდენტმა სასტუმრო, ამფითეატრი, ამბულატორია, კაფე-ბარი და მოედანი უნდა ჩაიბაროს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთია პრეზიდენტის ნება და დაპირება. თუმცა, ერთ-ერთი დაპირების თანახმად, წლევანდელ სეზონზე ამოსულ დამსვენებელს, განახლებული კურორტი უნდა დახვედროდა. მოგვიანებით, სეზონის დასაწყისი, სეზონის დასასრულად გადაკეთდა. რეაბილიტირებული ბახმარო საზოგადოებამ 19 აგვისტოს _ ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა ნახოს.

მუშების ნაწილი ეჭვობს, რომ სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის მოხერხდება, ნაწილს კი ამის იმედი აქვს. ამბობენ, რომ დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და კითხვაზე _ რომ ვერ მოასწროთ? _ პასუხის გაცემისაც კი ეშინიათ.

ამ ეტაპზე საბოლოო სახე არც ერთ ობიექტს არ აქვს _ თუ არ ჩავთვლით კომუნისტების დროს აშენებულ სასტუმროს, რომლის გარედან მოპირკეთება ხდება. მშენებლები ამბობენ, რომ 19 აგვისტომდე კანალიზაციასაც გააკეთებენ, აბაზანასაც და სასტუმრო ნომრებსაც, თუმცა იმ მდგომარეობით, რომელიც ამ ეტაპზეა, ეს რთული დასაჯერებელია.

როგორც გავიგეთ, ხელისუფლებას ერთი სიურპრიზი უკვე აქვს მომზადებული _ ახალი სასტუმრო ხალიჩებით იქნება მოფენილი. ჩვენი ინფორმაციით, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ იატაკის დაგებას ვერ ახერხებენ და ამის ნოხებით დამალვას ცდილობენ.

როგორც გვითხრეს, გასულ კვირას, მშენებარე ობიექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, დასაქმების მინისტრთან პაატა ტრაპაიძესთან ერთად მოინახულა. მინისტრები მშენებლობის ტემპით კმაყოფილი დარჩენილან.

_ მედლებზე იფიქრეთ, მედლებზე, _ უთქვამთ მინისტრებს და ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დაჯილდოების ფაქტიც გაუხსენებიათ.

მუშებიც ფიქრობენ. მედლებზე თუ სხვა რამეზე არ აკონკრეტებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი 19 აგვისტოს აუცილებლად მზად უნდა იყოს. თუმცა, როგორ, დაზუსტებით არ იციან.

_ იმედია, მოვასწრებთ, თუ არა და ღმერთის იმედს დავიტოვებთ. ისეთი გაფრთხილება გვაქვს, რომ… _ გვეუბნება ერთ-ერთი მუშა, რომელსაც საუბრის დასრულებას ზედამხედველი არ აცლის და სამუშაოს გაგრძელებისკენ მიუთითებს.

_ ნეტავ, მაცოდინა ვის ეპრანჭებიან?! აფთიაქი და კაფე-ბარი 19-ში ვის რა ჯანდაბად უნდა?! _ სიბრაზეს ვერ ფარავს ხარაჩოზე ასული მუშა, რომელსაც, როგორც ჩანს, დასვენების საშუალებას არ აძლევენ.

_ შენ ეგა თქვი, კაცო! ყველამ იცის რომ მაგ დროს სეზონი მთავრდება. ეჰ, რას დავეძებთ, ერთი იყოს სამუშაო და… _ მხარს უბამს მეორე მუშა.

_ გამაგიჟებთ თქვენ, მუშაობაცაა და მუშაობა, _ შეეპასუხა მესამე, რომელიც კილოს მიხედვით გურული ნამდვილად არ იყო, _ გაგვწყვიტეს წელში. რასაც აქ ავიღებთ, წამალში არ გვეყოფა. ისიც თუ ავიღეთ. თუ ვერ მოვასწარით, ჩემ ფეხებს ავიღებთ, _ აშკარად ბრაზი ერევა მუშაობისგან დაღლილს…

მუშები საუბრის დროს ადვილად იხსნებიან, თუმცა, როცა იგებენ, რომ ჟურნალისტები ვართ, დუმდებიან…

_ არ გვინდა, სად გვაქვს მაგის თავი, _ თითქოს დაზეპირებულ ტექსტს გვპასუხობს ყველა.

ჩვენი მომეტებული ინტერესის დაკმაყოფილებას ერთი ადამიანი შეეცადა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა, მშენებლობის უფროსად გაგვეცნო. ინკოგნიტო რესპონდენტმა გვითხრა, რომ ყველა დეტალში ხარისხი გარანტირებულია, ჩვენი ჩაკითხვები _ გაუძლებს თუ არა ორ თვეში აშენებული შენობები ბახმაროს ზამთარს და მინიმუმ 5 მეტრი სიმაღლის თოვლს, მისი თქმით. უსაფუძვლოა. იგი აღნიშნავს, რომ ეს ადგილი 19 აგვისტოს, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება: _ ნამდვილად იცვლის ფერს, _ დამარცვლით ამბობს ამ სიტყვებს.

კითხვაზე, რატომ მიმდინარეობს გამალებით მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი სახლების ფასადების შეღებვა და ვინ ასრულებს ამ სამუშაოებს, პასუხს არ გვცემს და მხოლოდ ამ შეკითხვის შემდეგ ინტერესდება ჩვენი მედიასაშუალებით.

_ ააა, “გურია ნიუსი”? აბა, თქვენ სხვა რა დაგაინტერესებთ? _ ამ სიტყვებით გვტოვებს და საუბრის გაგრძელების სურვილს აღარ გამოთქვამს. საუბარს არც მუშებს ანებებს და ამბობს, რომ “სალაზღანდარო” დრო არავის აქვს, არადა, რამდენიმე მუშას ლაპარაკის სურვილს ვატყობთ…

ოფიციალურ კომენტარზე არც ის მუშები გვთანხმდებიან, რომლებიც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახლებს ღებავენ. პირად საუბრებში კი აღნიშნავენ, რომ სახლების მეპატრონეებს შესაბამისი დავალებები ხელისუფლებამ მისცა.

ამ თემაზე საუბარი არავის არ სურს. მით უმეტეს იქ, სადაც მშენებლობებია, რადგან ამ ადგილს, ელიტარულ უბანს ეძახიან. სწორედ აქ დგას ფეშენებლური კოტეჯები, აქ ისვენებენ მაღალი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები და სწორედ ამ ადგილას ქირაობენ სახლებს 2 000, 3 000 და 4 000 დოლარადაც კი.

ამ პატარა ადგილს მიღმა კი ბახმაროს დღევანდელობა თვალშისაცემია: არცთუ მოშორებით, მდინარის ნაპირი ნაგვითაა სავსე. სხვათაშორის, ეს ადგილი გასულ სეზონზეც ანალოგიურად გამოიყურებოდა. არადა, დასუფთავების სამსახურის ბახმაროში მივლინებაზე საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან.

დღევანდელი ბახმაროს რეალობაა ავარიული სახლებიც, რომლებსაც მოსახლეობა, უსახსრობის გამო, ვერ ამაგრებს. რამდენიმე ადგილას, გამხმარი ნაძვი, სადაცაა წაიქცევა და სახლებს დაანგრევს.

მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობა და ხშირად გამორთული შუქი ბახმაროს დამსვენებლებს დიდი ხანია თავის ტკივილად ექცა. ისინი საყვედურებს არ მალავენ და ამბობენ, რომ “ენერგო პრო ჯორჯიამ”, უთოფოდ “დააყაჩაღა”:

_ თითო ოჯახიდან 50 ლარი აიღეს. ბანკში შეგვატანინეს ფული. კომუნალური მრიცხველი დგას ბახმაროში და ასე უნდა გადაიხადოთო. ფეშენებლურ კოტეჯებში, სადაც მაცივარი, სარეცხი მანქანა, ცხელი წყალი და სხვა საშუალებები აქვთ, შეიძლება მართლაც დახარჯონ 50 ლარის დენი, მაგრამ პატარა ოთახში, სადაც საწოლიც გვიდგას, მაგიდაც, სამზარეულოც აქ გვაქვს მოწყობილი და მხოლოდ ერთი ნათურა გვინთია, 50 ლარის დენი როგორ უნდა დავხარჯოთ? _ გვეუბნებიან ჩოხატაურის ქუჩაზე მისულებს.

ანალოგიური პრობლემა აქვთ ბუკნარის, ვაკიჯვრის, სატყეოს, ინგოროყვას ქუჩების დამსვენებლებს. ისინი ამ უსამართლობაზე ხმამაღლა საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ “ენერგო პრო ჯოჯიას” ხელს ადგილობრივი ხელისუფლება უწყობს. დასძენენ იმასაც, რომ 50-ლარიანი დენი, უმეტეს შემთხვევაში გამორთულია და ამ პრობლემის მოგვარებით თავს არავინ იწუხებს.

სრულად გამართული არც წყალმომარაგების სისტემაა. არადა, ამაზე გასულ წელს 55 ათასი ლარი დაიხარჯა და როგორც გავიგეთ, სოლიდური თანხა წელსაც გამოიყო. წელს სამუშაოები ინდმეწარმე ჟორა თავაძემ შეასრულა, რომელიც ჩოხატაურის პროკურორის, დავით შვანგირაძის სიმამრია. მანვე მოაწყო სათამაშო სკვერი სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ სამუშაოების შესრულებაში თავაძემ 65 000 ლარი აიღო, თუმცა, დეტალების დაკონკრეტება ვერ მოვახერხეთ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, თეონა ჩიგოგიძემ, აღნიშნული ინფორმაციის მოწოდებისთვის წერილობითი განცხადება მოითხოვა, რომლის პასუხს, როგორც წესი, ათი დღე აგვიანდება. ამასთან, თუ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, საჯარო ინფორმაცია არასრულყოფილად მოგვივა და ისიც ვადა გადაცილებით.

უნდა ითქვას ისიც, რომ გაკეთებულ სკვერში ახალი არაფერია, თუ არ ჩავთვლით სკამების და ღობის შეღებვას… ბახმაროსთვის ახალია ბატუტი _ ბატუტზე როგორც პატარები, ასევე მოზრდილები კარგად ერთობიან.

სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა კარუსელების მხრივ. ბავშვებისთვის საყვარელი გასართობი, ბახმაროში მხოლოდ ორია _ ორივე არც თუ გამართული და უსაფრთხო.

გვეუბნებიან, რომ რამდენიმე დღეში, სანატორიუმთან მდებარე სკვერში სპეციალური მონიტორი განთავსდება, თუმცა, ესეც _ რამდენიმე დღეში.

წლევანდელ სეზონზე, ბახმაროში, დაპირებული სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, მართალია, არ დგას, თუმცა, როგორც გვითხრეს, ექიმის კონსულტაცია და პირველადი დახმარება უფასოა.

“მედ ალფას” წარმომადგენლის, პოლინა დგებუაძის თქმით, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პაციენტის პირველადი მომსახურება უფასოა.

როგორც გვითხრეს, გახშირებული ქეიფით და დროსტარებით ბახმაროში მივლინებაში მყოფი პოლიციელები გამოირჩევიან და დამსვენებელს, ხშირ შემთხვევაში ძილსაც უფრთხობენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ბახმაროში ჩვენებური მხოლოდ ორი პოლიციელია. დანარჩენები კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოდან არიან მოვლინებულები.

რამდენიმე დამსვენებელმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ კურორტის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დავით საჯაიას მუშაობით კმაყოფილია. იგივე მოქალაქეები კმაყოფილებას გამოთქვამენ “ლიბერთი ექსპრესის” ავტობუსის კურორტზე ასვლითაც, რომელიც დამსვენებელს კვირაში ერთხელ ემსახურება.

ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე ბახმაროში სრულად მოგვარებულია, კურორტამდე მისასვლელი, საფარგანახლებული პატიაშვილისდროინდელი გზაა.

საქართველოს პრეზიდენტი გურიაში ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმეორებს, რომ კურორტის გრანდიოზულ აღმშენებლობას ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობს და რომ 19 აგვისტოდან მოყოლებული, ზამთარ-ზაფხულ, “ყველაფერი სულ სხვანაირი იქნება”. წელს ხომ კახეთის, სვანეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის… მსგავსად, გურიის წელია!

ფერისცვალებამდე კი სულ რამდენიმე დღე რჩება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისთვის არჩევნები 1 კვირით ადრე ჩატარდება

"ნაციონალების" 1000-ლარიანი "კარდაკარი"

ყველა სიახლე

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო