მედიის წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ.
ვიცე გუბერნატორის, ლელა თავართქილაძის თქმით, ზუსტად არ არის ცნობილი პრემიერ-მინისტრის გრაფიკი, თუმცა მედიისთვის ეს მალე გახდება ცნობილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლებელია, დღეს, ვანო მერაბიშვილმა ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინოს. როგორც ამბობენ, ეს კანდიდატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილია.