ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში მიხეილ სააკაშვილი დღის სამ საათზე მივიდა და იქ 15 წუთს გაჩერდა. მან რამაზ ნიკოლაიშვილი გურულებს ჩააბარა და განაცხადა: “რამაზი ერთი გურული კაცია. მართლა, რომ გურულია წარმოშობით, საქმიანია, წარმატებული. რაც ორდენი არსებობს, ყველა მაქვს მიცემული მისთვის. კიდევ რომ არსებობდეს რამე ორდენი, კიდევ დავაჯილდოვებდი. აბა, თქვენ იცით, მიხედეთ რამაზს. გულის ოთხი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ისეთი საქმიანია, რომ ერთხელ, ახალ ნაოპერაციევი, მშენებლობაზე მოვიდა,” _ უთხრა სააკაშვილმა ოზურგეთელებს.