“გურია ნიუსი” ამ ფაქტით დაინტერესდა და კითხვით, _ რა საჭიროა შემსვლელების აღრიცხვა, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მარინე სუნგულიამ განგვიცხადა, რომ ეს აბრა ხვალიდან აღარ იქნება:
_ წარწერის გაკეთება რამდენიმე დღის განმავლობაში, გამოიწვია შიდა სამუშაო პროცესებმა. ხალხის ნაკადის სიმრავლის გამო, დროებით, სამუშაო პროცესების დასრულებამდე, რამდენიმე დღით გავაკარით ეს აბრა. ახლა განტვირთულია სიტუაცია და ხვალიდან აღარ იქნება ეს აბრა. ვისაც შტაბში მოსვლისსურვილი ექნება, მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და არც ჰქონდა აქამდე, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მარინე სუნგულიამ.