16 სექტემბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის მხარდაჭერით, ოზურგეთში, წყლის ფესტივალი მოეწყო.
"წყალი ყველას" 13:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიებას, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
საღამოს 19:00 საათზე, ამავე კომპანიის ორგანიზატორობით, თეატრის წინ, ჯგუფ "ბანდეროლის" კონცერტი გამართა.
კონცერტი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოზურგეთელ მსახიობ გიორგი დოლიძეს ხელის აწევით, ხუთიანების ფონზე მიჰყავდა.
გიორგი გირკელიძის ფოტორეპორტაჟი
წყლის ფესტივალი ოზურგეთში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები კონცერტის დაწყებამდე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრები
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მაისურებით და
ხუთი თითის კომბინაციით
კონცერტზე, ნაციონალების მხარდამჭერები ჭარბობდნენ
კონცერტის წამყვანის მუდმივი მდგომარეობა _ გაშლილი ხუთი თითი
"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" დაძმობილდნენ
რამაზ ნიკოლაიშვილი და
გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მახარაძე
წყლის ფესტივალზე
ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე
მოადგილეებთან ერთად
რამაზ ნიკოლაიშვილის საარჩევნო შტაბის მედიაცენტრის ხელმძღვანელი
აქტიურად აშუქებდა კონცერტის მიმდინარეობას
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის და
ვიცე-გუბერნატორის ლელა თავართქილაძის ავტომანქანები