თანამშრომლობის ნაცვლად, "ნაცმოძრაობის" ოფისის ქალბატონები ღია კარზე მიგვითითებენ და იქაურობის დატოვებას ისე გვთხოვენ, რომ არც განცხადების შინაარსს ეცნობიან და არც საკუთარ ვინაობას ასახელებენ.
"გურია ნიუსი" შეეცადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს გიორგი თევდორაძეს შეხვედროდა და მისგან გაეგო, რატომ არ იბარებდნენ განცხადების, მაგრამ მისი პიარ-სამსახურის წარმომადგენელმა, სატელეფონო საუბრის დროს გვითხრა, რომ კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრები აქვს და ჩვენთვის ვერ მოიცლიდა.
გიორგი თევდორაძემ არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.