არის თუ არა ეს კანონის დარღვევა და აგიტაციაში ხელის შეშლა და რა სანქციებს ითვალისწინებს მსგავსი დარღვევა, ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” კოალიცია “თავისუფალი არჩევნებისთვის” წარმომადგენელს ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.
_ ეს არის აგიტაციაში პირდაპირ ხელის შეშლა და შესაბამისად, კანონის დარღვევა. ამიტომ ცსკო არის ის ორგანო, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამის თაობაზე და დააჯარიმოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი, ან თავად პარტია. სამწუხაროდ, ცსკო დაკავებულია მედიის უფლებების შეზღუდვით და არა იმით, რომ სანქციები მიიღოს იმაზე, ვინც არღვევს კანონს.
_ რა სახის სანქციებზეა საუბარი?
_ ამ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, სანქცია იქნებოდა ფინანსური. ხოლო თუ ეს მეორედ, ან მესამედ განმეორდა, კანდიდატის მოხსნაზე უნდა იყოს საუბარი. ახლა ეს უკვე არ მოესწრება. თუმცა, უბრალოდ, ფინანსურ სანქციების მიღებასაც არ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

































































