ისინი წიფნარიდან 4 კილომეტრით დაშორებულ კოხნარის საარჩევნო უბანზე აღმოჩნდნენ მიწერილნი. წიფნარის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სერგო მეფარიშვილი, ამ ფაქტს ახსნას ვერ აძლევს და მხოლოდ გაკვირვებით კმაყოფილდება. რადგან ამ ამომრჩეველთა ტრანსპორტირება, პრაქტიკულად შეუძლებელია, სავარაუდოდ, ამ ადამიანთა ხმები დაიკარგება.
ამასთან, “გურია ნიუსმა” გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის კოხნარის საარჩევნო უბანზე სარეგისტრაციო ჟურნალი გახსნილი არ არის.
































































