არ არის გამორიცხული, ამ რიგებს კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუერთდეს.
_ ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ ადამიანებმა უარი თქვეს ჩვენს საპარლამენტო უმცირესობაში გაწევრიანებაზე, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ, მეტი არაფერი ვიცი, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა.
გოდერძი ბუკიას თქმით, ისინი ამ ეტაპზე უფლება-მოსილების შესრულებას დამოუკიდებელი დეპუტატების რანგში შეუდგებიან და შემდეგში რა იქნება, ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს.