_ მე გურიაში ვაკეთებდი გურულ საქმეს, მართლა გულწრფელად გეუბნები, რომ გურია ძალიან მიყვარს და თავდადებული ვშრომობდი. ნუ, არჩევანი არის არჩევანი. დემოკრატია ეს არის ის, რომ ადამიანმა აირჩია ის, ვინც აირჩია. ზოგადად ჩემთვის არასასიამოვნო შედეგი კი არ დარჩა, არამედ ჩემი თავდადებული შრომისთვის, რომელიც მე წლების განმავლობაში გავწიე გურიაში… რა ვქნა, მე ყველაფერი გავაკეთე და ვთვლი, რომ იმაზე მეტი, რაც შემეძლო. ჩემთვის გურია არ არის პოლიტიკური ნაწილი, ჩემი გაგრძელებაა. შედეგები, ალბათ, ეს არის კვლევის საგანი. გულწრფელად ვუსურვებ არჩეულ კანდიდატს წარმატებებს და საქმის გაკეთებას.
_ ბატონო რამაზ, კულუარებში საუბრობენ, რომ თქვენ გურიის გუბერნატორის პოსტზე შეიძლება გიხილოთ.
__ არ გინდათ ახლა, თქვენ მითხარით, რომ ერთი კითხვა მაქვსო. ვერ მხედავთ, სადაც ვარ? გურიას ჰყავს გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი.
_ კიდევ ერთი კითხვა, ამჟამად ტელეკომპანია „გურიას“ ეხება. ტელეკომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ თქვენ იდექით ტელევიზიის „უკან“…
_ კარგი, გეყოფა. ტელევიზიაზე არაფერი მაქვს სათქმელი, არ მეხება ეს საქმე მე…