“გურია ნიუსს” ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ განუცხადა, რომ ის არ გეგმავს უმცირესობასთან თანამშრომლობას.
_ არ ვაპირებ უმცირესობასთან თანამშრომლობას, ეს ჩემთვის იმას ნიშნავს, ცხრა აპრილის ტრაგედიის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში რომ გაწევრიანებულიყავი, _ განაცხადა თემურ ჩხაიძემ.