ჩხაიძე ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და როგორც გავარკვიეთ, ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურშიც მუშაობდა. თუმცა რა თანამდებობა ეკავა მას ივანიშვილის სამსახურში, ჩვენთვის უცნობია.
_ ,იგი არის გამოცდილი, სამართლიანი ადამიანი და მკაცრი ხელი, რომელიც ძალიან სჭირდება დღეს ლანჩხუთის არეულ სიტუაციას. ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა, თუმცა, არ ვიცი კონკრეტულად, რა ევალებოდა, _ ამბობს წყარო. მისივე თქმით, ყოფილი გამგებელი და არჩევნებში დამარცხებული კანდიდატი გიორგი გოგუაძე პოლიტიკას საბოლოოდ ჩამოშორდა და არც გამგებლობისთვის ბრძოლას აპირებს.
ჩვენ შევეცადეთ მომავალი სავარაუდო გამგებლობის კანდიდატის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, რასაც მკითხველს უახლოესს მომავალში მივაწვდით.
ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობაზე, არაოფიციალური ინფორმაციების მიხედვით, უამრავი კანდიდატურა დასახელდა, რომელთა გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. როგორ შეხვდება ლანჩხუთის მოსახლეობა ახალი, ნაკლებად ცნობილი კანდიდატის დასახელებას, მალე გაირკვევა.