ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი, ბიუროს სხდომაზე განცხადებით ორ ფრაქციას – “მაჟორიტარებს“ და “უმრავლესობას” დაუყენებია. მათი თქმით, ის თანხა, რომელსაც იღებდნენ (საუბარია 160 ლარზე), არ ყოფნით.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ხარჯების ანაზღაურება დეპუტატებისთვის 500 ლარი გახდება და ისინი ხელზე 400 ლარს აიღებენ.
ეს საკითხი უკვე შეტანილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში მეოთხე საკითხად: _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე. სხდომა 30 ოქტომბერს, 12 საათზე გაიმართება.