მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ არ გაითვალისწინა გიგი უგულავას შუამდგომლობა პირად თავდებობაზე, ასევე არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს სახით 20 000 ლარის შეფარდებაზე და შოთა ხიზანიშვილს პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობა შეეფარდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ვაჟა ლილუაშვილსაც.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილს ბრალი ედება 333-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 158-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.
პირველი ბრალდება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას, ხოლო – მეორე ბრალდება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.