“ჩვენს მალე დავიწყებთ საქვეუწყებო დაწესებულებებში სტრუქტურულ რეორგანიზაციას. ასევე განვიხილავთ თანამდებობის პირების პოსტზე ყოფნა არყოფნის საკითხს, რაც თვის ბოლომდე გადაწყდება,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღევანდელ ბრიფინგზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ შოთა მურღულიამ იმ ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრეს, რომლებიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ხარჯთაღრიცხვის შესწავლისას აღმოაჩინა.
დასრულებული და მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის გაცნობის შემდეგ, სამინისტრომ დაადგინა, რომ თელავში მდებარე ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციის პროექტიდან სახელმწიფომ 700 ათასი ლარი იზარალა. პროექტის განსახორციელებლად „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“ 4.6 მლნ ლარია დახარჯული. დოკუმენტების დეტალური შესწავლის შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ მისი რეალური ღირებულება 3,9 მლნ ლარია. ყველა დოკუმენტი, სადაც ფინანსური დარღვევაა აღმჩენილი, ფინანსურ პოლიციაში უკვე გადააგზეს. სწორედ ეს უწყება დაადგენს ვისი ბრალეულობა იკვეთება საქმეებში.