ვახტანგ წულაძე ბათუმის ბულვარის მარკეტინგის სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. მანამ კი _ სხვადასხვა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციებში..
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ახალ ხელმძღვანელმა თანამშრომლებს ექვსთვიანი ძილის პერიოდიდან გამოღვიძებისკენ მოუწოდა: “იმ ფუნქციებიდან, რომელსაც უნდა ასრულებდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამმართველო, რაღაც-რაღაც ფუნქციები ჩამორთმეულიჰქონდა. გარემოს დაცვის სამმართველოს და იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდა, პირდაპირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ. ძილის ექვს თვეში მე ვმულისხმობ იმ პერიოდს, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ საქმიანობა დავგეგმოთ. მოგეხსენებათ, ახლა გარემოს დაცვითი სამუშაოების და სხვადასხვა აქტივობისთვისთვის მკვდარი სეზონია. ეს ის პერიოდი იქნება, როდესაც ჩვენ ქაღალდზე დავგეგმავთ ბევრ რაღაცას. ჩვენს სფეროში, როელიც ერთგვარად არაპოპულარულია ახალგაზრდებში, სპეციალისტების მოძებნა არის ძალიან ძნელი. ჩემთვის ამოსავალი წერტილი იქნება ცოდნა, გამოცდილება და შესაბამისი წახალისება,” _ ამბობს ვახტანგ წულაძე.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ოლეგ ბოლქვაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.